არჩეულ მასალაზე გადასვლა

2019 წლის 1 იანვარი
ყირგიზეთი

რეგისტრაცია ყირგიზეთის ქალაქ ოშში

რეგისტრაცია ყირგიზეთის ქალაქ ოშში

2018 წლის 30 ნოემბერს ყირგიზეთის იუსტიციის მინისტრმა რეგისტრაციაში გაატარა იეჰოვას მოწმეების ორგანიზაცია ქალაქ ოშში, რომელიც სიდიდით მეორე ქალაქია ყირგიზეთში.

1998 წლიდან იეჰოვას მოწმეების ორგანიზაცია ოფიციალურად იყო რეგისტრირებული; თუმცა 2008 წელს ძალაში შევიდა ახალი კანონი რელიგიების შესახებ, რის შემდეგაც ქვეყნის სამხრეთ ნაწილში მდებარე ქალაქებში, მათ შორის ქალაქ ოშში, სახელმწიფო გამუდმებით ეუბნებოდა უარს ჩვენს ძმებს რეგისტრაციაზე. ქალაქის ხელმძღვანელობა ჩვენს ქრისტიანულ შეხვედრებსა და ქადაგებას არალეგალურად მიიჩნევდა. დროდადრო პოლიცია რეიდებს აწყობდა კერძო სახლებსა თუ დაქირავებულ შენობებში, სადაც ჩვენი და-ძმები ატარებდნენ შეხვედრებს.

დიდად ვხარობთ მოვლენების დადებითი განვითარებით, რადგან ეს ხელს შეუწყობს ქვეყანაში მცხოვრებ იეჰოვას მოწმეებს, რათა მათ შეძლონ თავისუფლად შეკრება თაყვანისცემისთვის და სხვებისთვის ბიბლიური ცნობის გადაცემა (1 ტიმოთე 2:1—4).