2021 წლის 1 დეკემბერი
ყირგიზეთი
ყირგიზეთის სასამართლოს იეჰოვას მოწმეთა 13 პუბლიკაციის აკრძალვა სურს
2021 წლის 2 დეკემბერს პერვომაისკის რაიონულმა სასამართლომ (ბიშკეკი, ყირგიზეთი) არ დააკმაყოფილა გენერალური პროკურორის საჩივარი იეჰოვას მოწმეთა 13 პუბლიკაციის აკრძალვის შესახებ. პროკურორმა საქმის დაჩქარება სცადა, ამიტომ ძმებს არ მიეცათ საკმარისი დროს საქმის მასალების გასაცნობად. მიუხედავად ამისა, მათ მაინც მოახერხეს, რომ პენსილვანიის საგუშაგო კოშკის, ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოებისა და ყირგიზეთის რესპუბლიკაში იეჰოვას მოწმეთა რელიგიური ცენტრის სახელით წერილობითი საჩივარი მოემზადებინათ პროცესუალური დარღვევების შესახებ. მოსამართლემ მხედველობაში მიიღო ეს გარემოებები და საქმე დახურულად გამოაცხადა. პროკურორს ათი დღე აქვს გადაწყვეტილების გასასაჩივრებლად.
2021 წლის 2 დეკემბერს პერვომაისკის რაიონული სასამართლო (ბიშკეკი, ყირგიზეთი) გამოაცხადებს, აიკრძალება თუ არა იეჰოვას მოწმეთა 13 პუბლიკაცია ყირგიზეთში. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ყირგიზეთს სურს, რუსეთის კვალს მიჰყვეს და მხოლოდ ლიტერატურის აკრძალვით არ შემოიფარგლოს. მაგალითად, ყირგიზეთის ეროვნული უსაფრთხოების სახელმწიფო კომიტეტმა წერილობითი მოთხოვნა გაუგზავნა გენერალურ პროკურორს, სადაც აღნიშნული იყო: „აიკრძალოს ამ რელიგიური ორგანიზაციის ლიტერატურა და გადაიხედოს ამავე ორგანიზაციის აკრძალვის საკითხი მთელი ყირგიზეთის ტერიტორიაზე“.