2020 წლის 21 იანვარი
შეერთებული შტატები
ამინდის მკვეთრმა გაუარესებამ და ძლიერმა ქარიშხლებმა დიდი ზიანი მიაყენა შეერთებული შტატების სამხრეთ და ცენტრალურ დასავლეთ ნაწილს
2020 წლის 11 და 12 იანვარს ამინდის მკვეთრმა გაუარესებამ სერიოზულად დააზიანა შეერთებული შტატების სამხრეთ და შუა დასავლეთ ნაწილის ზოგიერთი რეგიონი. ორდღიანმა გადაუღებელმა წვიმებმა, ძლიერმა ქარმა და ქარიშხლებმა სერიოზული ზიანი მიაყენა არაერთ შტატს. სამწუხაროდ, საკუთარ სახლში ყოფნის დროს სტიქიას ემსხვერპლა ერთი ხანდაზმული წყვილი — 85 წლის ძმა ალბერტ ბარნეტი და მისი 75 წლის მეუღლე, და სუზან ბარნეტი.
შეერთებული შტატების ფილიალიდან მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, მცირედი ზიანი მიადგა ჩვენი თანაქრისტიანების, სულ მცირე, ოთხ სახლს და ჩვენს ორ სამეფო დარბაზს. გარდა ამისა, ქარიშხალმა სერიოზულად დააზიანა ერთი ჩვენი ძმის ბიზნეს საკუთრება.
ადგილობრივი უხუცესები და სარაიონო ზედამხედველი პრაქტიკულ და სულიერ დახმარებას უწევენ სტიქიით დაზარალებულებს. დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი ზეციერი მამა იეჰოვა ანუგეშებს გასაჭირში მყოფ ამ და-ძმებს (ფსალმუნი 34:18).