22 აპრილი, 2013
შეერთებული შტატები
ბოსტონის მარათონის დროს ორი ბომბი აფეთქდა
2013 წლის 15 აპრილს ბოსტონის მარათონის დროს ფინიშის ხაზთან ახლოს ორი ბომბი აფეთქდა. დაიღუპა სამი ადამიანი და 176 დაშავდა. ჩვენს ხელთ არსებული ცნობებით, არც ერთი იეჰოვას მოწმე არ დაშავებულა. ზოგი ადგილობრივი მოწმე მათ შორის იყო, ვინც დაშავებულებს პირველი დახმარება აღმოუჩინა. იეჰოვას მოწმეთა წარმომადგენელმა, ჯორჯ ბრაუნმა თქვა: „ვლოცულობთ დაშავებულებისა და მათი ოჯახებისთვის. ჩვენ მანუგეშებელ ცნობას ვუზიარებთ ბიბლიიდან ყველას, ვინც ამ საშინელმა ტრაგედიამ სულით ხორცამდე შეძრა“.
საკონტაქტო პირი: ჯ. ბრაუნი, საინფორმაციო სამსახური, ტელ. +1 718 560 5000