2017 წლის 17 მაისი
შეერთებული შტატები
იეჰოვას მოწმეებმა გაყიდეს კოლუმბია-ჰაიტსის 107-ში მდებარე საცხოვრებელი შენობა
ნიუ-იორკი — 2017 წლის 9 მაისს იეჰოვას მოწმეებმა დაასრულეს ბრუკლინ-ჰაიტსის (ნიუ-იორკი) ისტორიულ უბანში, კოლუმბია-ჰაიტსის 107-ში, მდებარე შენობის გასხვისების პროცესი. ეს შენობა უძრავი ქონების ერთ-ერთმა კომპანიამ (Clipper Realty) შეიძინა. 1960 წლიდან მოყოლებული ამ შენობაში მთავარ სამმართველოში მომუშავე მოწმეები ცხოვრობდნენ.
11-სართულიანი შენობა, რომლის ფართობიც 14 312 კვადრატული მეტრია, ბრუკლინ-ჰაიტსის ბულვარის მახლობლად მდებარეობს. შენობის ეზოში გაშენებულია ლამაზი ბაღი შადრევნით. საცხოვრებელი სახლის ტერასიდან ხელისგულივით მოჩანს შთამბეჭდავი ქვემო მანჰეტენი, ისტ-რივერი და ბრუკლინის ხიდი.
დეივიდ სიმონიანი, უორიკში (ნიუ-იორკი) იეჰოვას მოწმეების მთავარი სამმართველოს წარმომადგენელი, ამბობს: „მეზობლებს, განსაკუთრებით კი ახალგაზრდა წყვილებს, ძალიან სიამოვნებდათ კოლუმბია-ჰაიტსის 107-ში მდებარე ჩვენი ბაღისა და შადრევნის თვალიერება. ეს შენობა 50 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მოგვემსახურა და ბრუკლინ-ჰაიტსის ერთ-ერთ ღირსშესანიშნაობად იქცა“.
საკონტაქტო პირი:
დეივიდ სიმონიანი, საინფორმაციო სამსახური, ტელ. +1-845-524-3000