2016 წლის 2 დეკემბერი
შეერთებული შტატები
იეჰოვას მოწმეებმა დაასრულეს ადამს-სტრიტის 69-ში განთავსებული შენობის გასხვისების პროცესი
ნიუ-იორკი — 2016 წლის 29 ნოემბერს იეჰოვას მოწმეებმა გაყიდეს ბრუკლინში ადამს-სტრიტის 69-ში განთავსებული საკუთრება. ეს შენობა, რომლის ფართობიც 7 026 კვადრატული მეტრია, დამბოს უბნის სანაპირო ზოლზე, ბრუკლინისა და მანჰეტენის ხიდებს შორის მდებარეობს.
იეჰოვას მოწმეებმა ეს 4-სართულიანი შენობა 1994 წელს ააგეს, სადაც 84-ადგილიანი ავტოსადგომი, ავტომანქანებისთვის 2 ლიფტი და რეკრეაციული ზონა განათავსეს.
რიჩარდ დევაინი, იეჰოვას მოწმეების ორგანიზაციის წარმომადგენელი, აღნიშნავს: „ადამს-სტრიტის 69-ში განთავსებული შენობა სტრატეგიულ ადგილას მდებარეობს და მყიდველისთვის მეტად პერსპექტიულია. სამშენებლო კოდექსის თანახმად, შესაძლებელია შენობის სიმაღლის გაზრდა 85 მეტრით, ხოლო ფართობის — დაახლოებით 14 590 კვადრატული მეტრით“.
საკონტაქტო პირი:
დეივიდ სიმონიანი, საინფორმაციო სამსახური, ტელ. 1-845-524-3000