2016 წლის 20 დეკემბერი
შეერთებული შტატები
იეჰოვას მოწმეებმა ბრუკლინში, ჯეი-სტრიტის 85-ში მდებარე მიწის ნაკვეთი გაყიდეს
2016 წლის 20 დეკემბერს, სამშაბათს, უძრავი ქონების სამმა უმსხვილესმა კომპანიამ (Kushner Companies, CIM Group, and LIVWRK) იეჰოვას მოწმეებისგან ჯეი-სტრიტის 85-ში მდებარე მიწის ნაკვეთი შეისყიდა. ბრუკლინში, დამბოს უბანში, ამ ადგილზე შესაძლებელია, თითქმის 93 000 კვ. მ ფართობის შენობა აშენდეს.
1980-იანი წლების ბოლოს და 1990-იანი წლების დასაწყისში ამ ადგილას რამდენიმე დანგრეული შენობა იდგა. იეჰოვას მოწმეებმა მიწის ეს ნაკვეთი სტამბის გაფართოების მიზნით შეისყიდეს; თუმცა მოგვიანებით გადაწყვიტეს, რომ სტამბა, საამკინძაო და გზავნილების განყოფილება უოლკილში (ნიუ-იორკი) გადაეტანათ. არცთუ ისე დიდი ხნის წინ იეჰოვას მოწმეების მსოფლიო მთავარი სამმართველო ბრუკლინიდან უორიკში (ნიუ-იორკი) გადავიდა, ამიტომ ბოლო რამდენიმე წელია, იეჰოვას მოწმეები ბრუკლინ-ჰაიტსსა და დამბოს უბანში განთავსებულ უძრავ ქონებას ყიდიან.
იეჰოვას მოწმეების წარმომადგენელი რიჩარდ დევაინი აღნიშნავს: „ჯეი-სტრიტის 85-ში განთავსებული მიწის ნაკვეთი მყიდველისთვის მეტად სტრატეგიული და პერსპექტიულია; იშვიათად თუ მიეცემა ვინმეს ასეთი ადგილის ყიდვის შანსი“.
საკონტაქტო პირი:
დეივიდ სიმონიანი, საინფორმაციო სამსახური, ტელ. +1-845-524-3000