2019 წლის 20 ნოემბერი
შეერთებული შტატები
გამანადგურებელი ხანძრები კალიფორნიაში
ბოლო თვეების განმავლობაში კალიფორნიის შტატს ერთიმეორის მიყოლებით მოედო გამანადგურებელი ხანძრები. სტიქიამ 362 კვადრატული კილომეტრი მოიცვა და საკმაოდ დიდი ზიანი მიაყენა ლანდშაფტს.
შეერთებული შტატების ფილიალის ცნობით, 1 700-ზე მეტ და-ძმას მოუწია ხანძრის გამო უსაფრთხო ადგილას გადასვლა. არცერთი ჩვენი თანამორწმუნე არ დაღუპულა და არ მიუღია სხეულის დაზიანება. კალიმესაში 10 ოქტომბერს გაჩენილმა „სანდალვუდის ხანძარმა“ გაანადგურა ერთი ჩვენი ძმის სახლი. აგრეთვე მოხდა ზოგიერთი სახლის მცირე დაკვამლიანება. თითქმის ყველამ, ვინც ევაკუირებული იყო, უკვე შეძლო საკუთარ სახლებში დაბრუნება.
„გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვი, რომ მითითებების მიყოლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო ამ სიტუაციაში, — აღნიშნა ერთმა უხუცესმა, რომელიც სტიქიის ზონაში ცხოვრობს, — და-ძმებმა დაუყოვნებლივ დატოვეს საშიში ზონა, რამაც მეხანძრეებს შესაძლებლობა მისცა, უშუალოდ ხანძრის ჩაქრობაზე გადაეტანათ ყურადღება და არა ადამიანების ძებნაზე“.
სარაიონო ზედამხედველები და უხუცესები დღემდე ზრუნავენ დაზარალებულების საჭიროებებზე. მეზობელ რეგიონებში მცხოვრებმა თანაქრისტიანებმა უბადლო ქრისტიანული სიყვარული და სტუმართმოყვარეობა გამოავლინეს. ერთმა სარაიონო ზედამხედველმა ასეთი კომენტარი გააკეთა. „არანაირად არ გაგვჭირვებია, თავშესაფარი მოგვეძებნა იმ და-ძმებისთვის, რომელთაც საცხოვრებლის დატოვება მოუწიათ“.
მთელი გულით ვემადლიერებით იეჰოვას, რომ თანაქრისტიანების სახით გვყავს „დამხმარენი და გამაძლიერებლები“, რომლებიც მხარში უდგანან სტიქიის შედეგად დაზარალებულ და-ძმებს (კოლოსელები 4:11).