განსაკუთრებული თარიღები შეერთებულ შტატებში
17 ᲘᲕᲜᲘᲡᲘ, 2002 — აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ გადახედა 1940-იან წლებში მიღებულ გადაწყვეტილებებს და კვლავ ძალაში დატოვა იეჰოვას მოწმეების კონსტიტუციური უფლება, შეასრულონ რელიგიური მსახურება საჯაროდ (Watchtower Bible and Tract Society of New York, Inc. v. Village of Stratton).
ᲐᲒᲕᲘᲡᲢᲝ, 1998 — შეერთებულ შტატებში იეჰოვას მოწმეების რიცხვმა მილიონს გადააჭარბა.
15 ᲐᲞᲠᲘᲚᲘ, 1992 — ოჰაიოს უზენაესმა სასამართლომ მხარი დაუჭირა წინა ინსტანციის გადაწყვეტილებას საქმეზე „პატერი პატერის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვითაც ქვედა ინსტანციის სასამართლოს არ ჰქონდა უფლება, რელიგიის გამო შეეზღუდა იეჰოვას მოწმე მშობლების მეურვეობის უფლება.
30 ᲝᲥᲢᲝᲛᲑᲔᲠᲘ, 1985 — მისისიპის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ თითოეული ინდივიდის უფლება, უარი თქვას სისხლის გადასხმაზე, დაცულია პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და რწმენის აღმსარებლობის თავისუფლების უფლებებით (In re Brown).
31 ᲐᲒᲕᲘᲡᲢᲝ, 1972 — კოლუმბიის ოლქის სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ შტატი ვალდებულია, გაითვალისწინოს ნებისმიერი ზრდასრული ადამიანის შეხედულება უსისხლო მკურნალობასთან დაკავშირებით (In re Osborne).
30 ᲜᲝᲔᲛᲑᲔᲠᲘ, 1953 — აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ერთ-ერთი იეჰოვას მოწმის საქმის განხილვისას დაადგინა, რომ ის თავისი სამსახურის გამო უნდა გათავისუფლებულიყო სამხედრო სამსახურისგან (Dickinson v. United States).
1944 — იკლო იეჰოვას მოწმეების დევნამ.
14 ᲘᲕᲜᲘᲡᲘ, 1943 — აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ შეცვალა გობიტისის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება და დაადგინა, რომ იეჰოვას მოწმე მოსწავლეებისთვის ერთგულების ფიცისა და დროშისთვის სალმის მიცემის მოთხოვნა მათი სიტყვისა და რელიგიის თავისუფლების უფლების დარღვევაა (West Virginia State Board of Education v. Barnette).
3 ᲛᲐᲘᲡᲘ, 1943 — აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ბათილად ცნო განკარგულება, რომლის თანახმადაც იეჰოვას მოწმეებს რელიგიური ლიტერატურის გასავრცელებლად ლიცენზია სჭირდებოდათ (Murdock v. Pennsylvania).
3 ᲘᲕᲜᲘᲡᲘ, 1940 — აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ შემოიღო რეგულაცია, რომელიც სკოლის მოსწავლეებს ავალდებულებდა, დროშისთვის სალამი მიეცათ (Minersville School District v. Gobitis); მოწმეების დევნის დიდი ტალღა აგორდა.
20 ᲛᲐᲘᲡᲘ, 1940 — აშშ-ის ისტორიაში პირველად უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ ადგილობრივი ხელისუფლებაც და თავად შტატიც ვალდებულია, დაიცვას კონსტიტუციის პირველი შესწორება აღმსარებლობის თავისუფლების შესახებ. გარდა ამისა, სასამართლომ დაადგინა, რომ იეჰოვას მოწმეთა საქმიანობა არ არღვევს მშვიდობას (Cantwell v. Connecticut).
28 ᲛᲐᲠᲢᲘ, 1938 — აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ბათილად ცნო განკარგულება, რომლის თანახმადაც იეჰოვას მოწმეებს რელიგიური ლიტერატურის გასავრცელებლად ნებართვა სჭირდებოდათ (Lovell v. City of Griffin).
26 ᲘᲕᲚᲘᲡᲘ, 1931 — ბიბლიის მკვლევრები იეჰოვას მოწმეების სახელით ხდებიან ცნობილი.
14 ᲛᲐᲘᲡᲘ, 1919 — „პენსილვანიის საგუშაგო კოშკის, ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოების“ მთავარი წევრების მიმართ გამოტანილი განაჩენი სასამართლომ შეცვალა. მოგვიანებით მათ ბრალდებაც მოუხსნეს.
20 ᲘᲕᲜᲘᲡᲘ, 1918 — „პენსილვანიის საგუშაგო კოშკის, ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოების“ მთავარ წევრებს ბრალი დასდეს ისეთი ლიტერატურის გამოცემაში, რომელიც ეწინააღმდეგება ქვეყნის სამხედრო პოლიტიკას. ისინი დააპატიმრეს.
4 ᲛᲐᲠᲢᲘ, 1909 — შეიქმნა „მქადაგებელთა ასოციაცია“, რომელიც მოგვიანებით ცნობილი გახდა „პენსილვანიის საგუშაგო კოშკის, ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოების სახელით“.
31 ᲘᲐᲜᲕᲐᲠᲘ, 1909 — ბიბლიის მკვლევრებმა სათაო ოფისი ბრუკლინში გადაიტანეს.
15 ᲓᲔᲙᲔᲛᲑᲔᲠᲘ, 1884 — დარეგისტრირდა იურიდიული პირი, რომელიც მოგვიანებით „პენსილვანიის საგუშაგო კოშკის, ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოების“ სახელით გახდა ცნობილი.
1880–ᲘᲐᲜᲘ ᲬᲚᲔᲑᲘ — ალეგანიში (პენსილვანია) ბიბლიის მკვლევრებმა სათაო ოფისი დააარსეს.
ᲘᲕᲚᲘᲡᲘ, 1879 — გამოიცა ჟურნალის პირველი ნომერი, რომელიც დღეს „საგუშაგო კოშკის“ სახელითაა ცნობილი.
1870 — ჩარლზ ტეიზ რასელმა თანამოაზრეებთან ერთად ალეგანიში (პენსილვანია) ჩამოაყალიბა ბიბლიის მკვლევართა ჯგუფი, რომელიც ამავე სახელწოდებით გახდა ცნობილი.