2017 წლის 8 ნოემბერი
შეერთებული შტატები
იეჰოვას მოწმეებმა გაყიდეს ადამს-სტრიტის 74-ში განთავსებული შენობა
7 ნოემბერს, სამშაბათს, იეჰოვას მოწმეებმა დაასრულეს დამბოს ისტორიულ უბანში (ბრუკლინი, ნიუ-იორკი), ადამს-სტრიტის 74-ში განთავსებული შენობის გასხვისების პროცესი. ეს არის ერთ-ერთი ბოლო შენობა, რომელიც მოწმეებმა დამბოს უბანში გაყიდეს.
იეჰოვას მოწმეებმა ეს ადგილი 1975 წელს შეიძინეს. 1976 წელს ამ ადგილას მათ ავტოსახელოსნო ააშენეს, რომელიც ორგანიზაციის კუთვნილი ავტომობილების შესაკეთებლად გამოიყენებოდა. 1990 წელს მოწმეებმა შენობის ფართობი თითქმის გააორმაგეს. ამჟამად გამოყენებული მიწის ფართობი 2 236 კვადრატულ მეტრს შეადგენს, მის მფლობელს კი 13 462 კვადრატული მეტრის ფართობის ათვისების უფლება ექნება. გარდა ამისა, მას შეეძლება ეს ფართობი გამოიყენოს სხვადასხვა მიზნით — მოაწყოს ავტოსადგომი, ააშენოს საცხოვრებელი სახლი ან კომერციული ფართი.
საკონტაქტო პირი:
დეივიდ სიმონიანი, საინფორმაციო სამსახური, ტელ. +1-845-524-3000