არჩეულ მასალაზე გადასვლა

2018 წლის 5 მაისი
შეერთებული შტატები

ჰავაიზე ვულკანის გააქტიურებამ დიდი ზარალი გამოიწვია და ევაკუაციის აუცილებლობა შექმნა

ჰავაიზე ვულკანის გააქტიურებამ დიდი ზარალი გამოიწვია და ევაკუაციის აუცილებლობა შექმნა

2018 წლის 3 მაისიდან მოყოლებული ჰავაის დიდ კუნძულზე (აშშ) მიმდინარეობს კილაუეას ვულკანის ამოფრქვევა. დღემდე საჭირო გახდა დაახლოებით 2000 ადგილობრივი მკვიდრის ევაკუაცია. სტიქიამ, სულ მცირე, 36 ნაგებობა გაანადგურა.

ევაკუირებულთა შორის იეჰოვას მოწმეებიც არიან — ოთხი ოჯახი და ერთი ხანდაზმული და. ლავის ამოფრქვევისა და ვულკანური ნარჩენების შედეგად არც ერთი სამეფო დარბაზი არ დაზიანებულა, თუმცა 4 მაისს მომხდარმა 6,9 ბალიანმა მიწისძვრამ მცირე დაზიანებები მიაყენა ერთ-ერთ სამეფო დარბაზს.

სტიქიური უბედურებით დაზარალებულთა დახმარების კომიტეტი ადგილობრივ და-ძმებთან ერთად ზრუნავს დაზარალებულ მაუწყებლებზე. სიტუაციის დასტაბილურების შემდეგ სტიქიით დაზარალებულთა დახმარების კომიტეტი განსაზღვრავს, კიდევ რა დამატებითი ზომების მიღება გახდება საჭირო.

ჩვენ კვლავ ვლოცულობთ სტიქიით დაზარალებულ და-ძმებზე და დარწმუნებულები ვართ, რომ იეჰოვა იქნება მათი თავშესაფარი ამ მძიმე წუთებში (ნაუმი 1:7).