არჩეულ მასალაზე გადასვლა

2018 წლის 2 აგვისტო
შეერთებული შტატები

კალიფორნიაში, რედინგთან ახლოს ხანძარი მძვინვარებს

კალიფორნიაში, რედინგთან ახლოს ხანძარი მძვინვარებს

2018 წლის 23 ივლისიდან დღემდე მასშტაბური ხანძარი მძვინვარებს კალიფორნიაში, რედინგთან ახლოს. ხანძარმა, რომელსაც სახელი იმ ტერიტორიის მიხედვით დაარქვეს, სადაც მისი კერა გაჩნდა, რვა ადამიანის სიცოცხლე შეიწირა; გადაწვა დაახლოებით 44 500 ჰექტარი მიწის ფართობი და გაანადგურა 1 300 შენობა.

სტიქიის ზონაში მცხოვრებ მაუწყებელთაგან სერიოზულად არავინ დაშავებულა, თუმცა მსუბუქი დამწვრობა მიიღო ერთმა ძმამ, რომელიც ბულდოზერით მეხანძრეებს ხანძრის ლოკალიზებაში ეხმარებოდა. მთლიანობაში, მოხდა 454 მაუწყებლის ევაკუირება. ისინი დროებით თავიანთ ნათესავებთან და თანაქრისტიანებთან ცხოვრობენ. ხანძარმა იეჰოვას მოწმეთა 12 ოჯახს გაუნადგურა სახლ-კარი.

ძმებს ყველა მაუწყებლის მდგომარეობის შესახებ აქვთ ინფორმაცია. სარაიონო ზედამხედველები და ადგილობრივი უხუცესები ერთობლივად ზრუნავენ იმაზე, რომ გასაჭირში მყოფ და-ძმებს საჭირო სულიერი და მატერიალური დახმარება გაეწიოთ (იგავები 17:17).