2019 წლის 19 ნოემბერი
შეერთებული შტატები
კალიფორნიაში სკოლის მოსწავლემ ცეცხლი გაუხსნა თანაკლასელებს
2019 წლის 14 ნოემბერს კალიფორნიის შტატში, ქალაქ სანტა-კლარიტაში სკოლის მოსწავლემ თანაკლასელებს ცეცხლი გაუხსნა. დაიღუპა ორი და დაიჭრა სამი მოსწავლე. ინციდენტის შემდეგ თავდამსხმელმა თვითმკვლელობა სცადა.
სამწუხაროდ, მოკლულთა შორის არის ჩვენი დის ვაჟი, დომინიკ ბლექველი. ის 14 წლის იყო და რეგულარულად ესწრებოდა კრების შეხვედრებს დედასთან, ნენსი ბლექველთან, ერთად. უხუცესები ანუგეშებენ და მხარში უდგანან დომინიკის მშობლებსა და მის სამ უმცროს და-ძმას.
ძალიან ვწუხვართ მომხდარი ტრაგედიის გამო. მოუთმენლად ველით დროს, როცა ღმერთი ადამიანებს „მოსწმენდს ... ყოველ ცრემლს თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი, აღარც გლოვა, გოდება და ტკივილი“ (გამოცხადება 21:4).