2019 წლის 12 ივლისი
შეერთებული შტატები
მაიამი, შეერთებული შტატები (ინგლისური) — 2019 წლის საერთაშორისო კონგრესი „სიყვარული არასოდეს მთავრდება“
თარიღი: 5—7 ივლისი, 2019
ადგილი: „მარლინს პარკი“, მაიამი, ფლორიდა
ენები, რომლებზეც პროგრამა ჩატარდა: ინგლისური, ჩინური მანდარინული
დამსწრეთა უმაღლესი რიცხვი: 28 000
მონათლულთა რაოდენობა: 181
სხვა ქვეყნებიდან ჩასული დელეგატების რიცხვი: 5 000
მიწვეული ფილიალები: ავსტრალია, აფრიკა, ბრაზილია, ბრიტანეთი, განა, დომინიკელთა რესპუბლიკა, ესპანეთი, იაპონია, ისრაელი, კანადა, კოლუმბია, ნიდერლანდი, საბერძნეთი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, სკანდინავია, ტაივანი, ტრინიდადი და ტობაგო, უკრაინა, ფიჯი, ჰონკონგი
ადგილობრივი შემთხვევა: ფრანცის სუარესმა, ქალაქ მაიამის მერმა, მოინახულა კონგრესის ტერიტორია და ასეთი კომენტარი გააკეთა: «ძალიან მომწონს თქვენი კონგრესის მთავარი გზავნილი: „სიყვარული არასოდეს მთავრდება“. საკმაოდ პოზიტიურად ჟღერს. ვფიქრობ მსგავსი კონგრესების ჩატარებას დიდ ქალაქებში, შეერთებული შტატების თუ მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მხოლოდ დადებითი შედეგები შეიძლება მოჰყვეს».
ბავშვები ესალმებიან მაიამის საერთაშორისო აეროპორტში ჩასულ სტუმრებს.
სტუმრები და ადგილობრივი და-ძმები ეპატიჟებიან ხალხს კონგრესზე.
დელეგატებს ურიგებენ „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ გადამუშავებულ გამოცემას ჩინურ ენაზე, რომლის გამოცემის შესახებაც პარასკევს გამოცხადდა.
დელეგატები ჩანაწერებს აკეთებენ კონგრესის მსვლელობისას.
სამი ახალმონათლული და-ძმა. სულ მოინათლა 181 ადამიანი.
ადგილობრივი და-ძმები ეგებებიან სტუმრებს და საჩუქრებს ჩუქნიან ერთმანეთს.
მისიონერები და ბეთელელები ემშვიდობებიან და-ძმებს კონგრესის ბოლო დღეს.
ძმა გერიტ ლოში ხელს ართმევს სპეციალური სრული დროით მსახურებს კვირას, პროგრამის დასრულების შემდეგ.
ბავშვები მღერიან საღამოს ღონისძიებაზე.