2019 წლის 4 ივნისი
შეერთებული შტატები
მასობრივი მკვლელობა ქალაქ ვირჯინია-ბიჩში (შეერთებული შტატები)
2019 წლის 31 მაისს შეიარაღებულმა მამაკაცმა ცეცხლი გაუხსნა ვირჯინია-ბიჩის მუნიციპალიტეტის შენობაში მომუშავე პერსონალს. მოკლულია თორმეტი და დაჭრილია ოთხი ადამიანი.
შეერთებული შტატების ფილიალი გვატყობინებს, რომ, სამწუხაროდ, თავდასხმის დროს დაღუპულთა შორის არის ერთი ჩვენი და, ლაკიტა ბრაუნი. და ლაკიტა 39 წლის იყო და პიონერად მსახურობდა ნორფოლკში (ვირჯინია) არსებულ „სივიუს“ ფრანგულენოვან კრებაში. ის აგრეთვე მოხალისედ მსახურობდა ადგილობრივ საპროექტო-სამშენებლო განყოფილებაში. სარაიონო ზედამხედველი და ადგილობრივი უხუცესები სულიერ და ემოციურ მხარდაჭერას უწევენ და ლაკიტა ბრაუნის ოჯახის წევრებსა და მეგობრებს.
ძალიან დაგვამწუხრა ჩვენი დის გარდაცვალების ამბავმა. მოუთმენლად ველით დროს, როცა მსგავსი ტრაგედიები აღარ შეგვაშფოთებს და დედამიწაზე „დიდი მშვიდობა“ დაისადგურებს (ფსალმ. 37:10, 11).