2019 წლის 15 ივლისი
შეერთებული შტატები
მიწისძვრები სამხრეთ კალიფორნიაში
2019 წლის 4 ივლისიდან სამხრეთ კალიფორნიაში, მოჰავეს უდაბნოს რეგიონში რამდენიმე ძლიერი მიწისძვრა მოხდა, რასაც შემდგომი ბიძგებიც მოჰყვა. მიწისძვრებიდან ერთ-ერთი 7,1 მაგნიტუდის სიმძლავრის იყო და ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში აღნიშნულ ტერიტორიაზე ყველაზე ძლიერ მიწისძვრად იქნა მიჩნეული.
მიწისძვრა აგრეთვე მოხდა ქალაქ რიჯკრესტთან ახლოს, სადაც 215 მაუწყებელი ცხოვრობს. საბედნიეროდ, არცერთი მათგანი არ დაშავებულა სერიოზულად. თუმცა სამმა მაუწყებელმა მიიღო სხეულის მსუბუქი დაზიანებები, 7-ს კი, პირველადი მონაცემების მიხედვით, საცხოვრებელი ადგილის დატოვება მოუწია. გარდა ამისა, მნიშვნელოვნად დაზიანდა და-ძმების 7 სახლი, ხოლო 35 სახლს მცირე ზიანი მიადგა. უმნიშვნელოდ დაზიანდა აგრეთვე ორი სამეფო დარბაზი.
ორი სარაიონო ზედამხედველი კოორდინირებას უწევს დაზარალებულთა დახმარების საქმიანობას აღნიშნულ რეგიონში. ისინი ადგილობრივ უხუცესებთან ერთად ინახულებენ სტიქიის შედეგად დაზარალებულ და-ძმებს და ანუგეშებენ მათ.
ვლოცულობთ, რომ იეჰოვამ არ მოაკლოს სიბრძნე თავის თაყვანისმცემლებს, რათა მათ შეძლონ მსგავს სტიქიურ უბედურებებთან გამკლავება (იგავები 2:6—8).