არჩეულ მასალაზე გადასვლა

სტუმრები სპეციალური ელექტრონული მოწყობილობების დახმარებით ათვალიერებენ უორიკის მუზეუმს

2019 წლის 13 თებერვალი
შეერთებული შტატები

მსოფლიო მთავარი სამმართველოს მუზეუმში ექსკურსიები უკვე ამერიკულ ჟესტურ ენაზეც ტარდება

მსოფლიო მთავარი სამმართველოს მუზეუმში ექსკურსიები უკვე ამერიკულ ჟესტურ ენაზეც ტარდება

2019 წლის იანვრიდან მსოფლიო მთავარი სამმართველოს საგამოფენო მუზეუმში ტარდება გამოფენა ამერიკულ ჟესტურ ენაზე. მუზეუმის განყოფილების ზედამხედველი, ენრიკ ფორდი, აღნიშნავს: „ამერიკულ ჟესტურ ენაზე საგამოფენო მასალა რომ ხელმისაწვდომი გამხდარიყო, უდიდესი შრომა გასწიეს მთარგმნელობით განყოფილებასა და კომპიუტერულ განყოფილებაში მომსახურე და-ძმებმა. გამოფენაზე მოსულ სმენადაქვეითებულ და-ძმებს შესაძლებლობა აქვთ, ისიამოვნონ და მიიღონ სრული ინფორმაცია მათსავე ენაზე“.

სმენადაქვეითებული და, ანა ბარიოსი, რომელიც პიონერად მსახურობს ნიუ-იორკში, ერთ-ერთი პირველი ეწვია ამ გამოფენას. მან აღნიშნა: „აღფრთოვანებული ვიყავი, ამერიკულ ჟესტურ ენაზე რომ ვნახე მასალა. მართალია, ამ გამოფენაზე ადრეც ვყოფილვარ და ძირითადი შინაარსი ჩემთვის ნაცნობი იყო, მაგრამ ეს ინფორმაცია ჩემთვის ასე გულში ჩამწვდომი არასდროს ყოფილა, რადგან ბოლომდე ვერ ვიგებდი ინგლისური წარწერების მნიშვნელობას. რამდენიმე ვიდეოს ვუყურე ამერიკულ ჟესტურ ენაზე და იეჰოვას სახელის მნიშვნელობას სულ სხვაგვარად ჩავწვდი. გამოფენაზე განიხილებოდა იეჰოვას სხვადასხვა თვისება. ამ ინფორმაციამ ჩემში სულ სხვა ემოციები გააღვიძა; ცრემლებს ვერ ვიკავებდი!“

პროექტზე მუშაობა 2017 წლის ივნისში დაიწყო. მასალის თარგმნასა და მომზადებაში სულ 23 და-ძმა იყო ჩართული, რომელთა რიცხვში შედიოდა 6 სმენადაქვეითებული და-ძმა და 6 ისეთი მაუწყებელი, რომელთაც სმენადაქვეითებული მშობლები ჰყავთ. მთარგმნელობითმა ჯგუფმა 9-საათიანი ვიდეომასალა გადაიღო, რომელიც დაახლოებით 900 ვიდეოსგან შედგებოდა. ჩაწერა მიმდინარეობდა სამ ადგილას: უოლკილში არსებულ შეერთებული შტატების ფილიალის შენობებში, ნიუ-იორკში და უორიკში, მთავარი სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობებში. სანამ ჟესტურ ენაზე მომზადებულ სამუზეუმო მასალას საბოლოო სახე მიეცემოდა, სხვადასხვა ასაკისა და გამოცდილების მქონე სმენადაქვეითებულ და-ძმებს გააცნეს ის და მათი რჩევების გათვალისწინებით თარგმანი და შესაბამისად, ექსკურსიის პროგრამაც, უფრო დახვეწეს და გაალამაზეს.

ზოგიერთი და-ძმა, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ამერიკულ ჟესტურ ენაზე მოწყობილი გამოფენის მომზადებაში

მუზეუმის განყოფილებამ შეიძინა სენსორული მოწყობილობები, რომლებშიც იმავე სტანდარტების გათვალისწინებით იყო ამერიკულ ჟესტურენოვანი მასალა ჩატვირთული, რომლითაც ჩვეულებრივი აუდიო ფორმატის მასალა იყო მომზადებული უორიკის საგამოფენო მუზეუმში. მუზეუმის განყოფილებამ გამოფენის დროს აგრეთვე გამოიყენა მანამდე შეძენილი 14 მოწყობილობა, რომლებიც იმ რეჟიმზე გადაიყვანეს, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა ჟესტურენოვანი ვიდეოების გახსნა.

ხელმძღვანელი საბჭოს წევრმა, მარკ სანდერსონმა აღნიშნა: „უორიკის მუზეუმის მიზანი აქ მოსული ყველა დამთვალიერებლის გამხნევება და მათთვის რწმენის განმტკიცებაა. გვიხარია, რომ საგამოფენო მასალა 14 ენაზეა ხელმისაწვდომი, მათ შორის, ამერიკულ ჟესტურ ენაზეც, სმენადაქვეითებული და-ძმებისა თუ სხვა სტუმრებისთვის“.

დღემდე უორიკის მუზეუმი ნახევარ მილიონზე მეტმა სტუმარმა მოინახულა. მისი მონახულება შეუძლია მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებ და-ძმებს, რათა მეტი გაიგონ ღვთის ორგანიზაციის მდიდარი სულიერი მემკვიდრეობის შესახებ. ვინც გამოფენას მოინახულებს, კიდევ უფრო გაუძლიერდება სურვილი, რომ იმედი კვლავ იეჰოვაზე დაამყაროს (ფსალმუნი 78:7).

მუზეუმის გახსნამდე ძმა უყურებს ვიდეოს მსოფლიო მთავარ სამმართველოში, უორიკში აწყობილ დროებით სტუდიაში.

სამი ბავშვი, რომელთა მშობლებიც სმენადაქვეითებულები არიან, უყურებენ ამერიკულ ჟესტურ ენაზე მომზადებულ 1977 წლის აუდიოდრამას, სახელწოდებით „იეჰოვას სახელი მთელ დედამიწაზე უნდა გაცხადდეს“.

და-ძმები სენსორული მოწყობილობების მეშვეობით ათვალიერებენ გამოფენას, სახელწოდებით „ბიბლია და ღვთის სახელი“.

სტუმრები სენსორულ მოწყობილობებში უყურებენ ჟესტურენოვან ვიდეოს საგამოფენო დარბაზში, სახელწოდებით „ხალხი იეჰოვას სახელისთვის“.

სტუმრები ელექტრონულ მოწყობილობებში უყურებენ ამერიკულ ჟესტურ ენაზე მომზადებულ სპეციალურ ვიდეოს, რომელშიც განხილულია „შემოქმედების ფოტოდრამიდან“ ამოკრებილი 500 სლაიდი.