არჩეულ მასალაზე გადასვლა

განახლებული სამეფო დარბაზი ჰავაის ქალაქ ჰონოლულუში, პენსაკოლას 1228

2020 წლის 22 აპრილი
შეერთებული შტატები

პირველი სამეფო დარბაზის ხელახალი მიძღვნა 85 წლის შემდეგ

პირველი სამეფო დარბაზის ხელახალი მიძღვნა 85 წლის შემდეგ

1935 წელს ჰავაის შტატის ქალაქ ჰონოლულუში, პენსაკოლას ქუჩის 1228-ში, სამეფო დარბაზის მშენებლობა დაიწყო. იმ დროს იქ იმყოფებოდა „საგუშაგო კოშკის“ იმდროინდელი პრეზიდენტი, ჯოზეფ რუტერფორდიც. ეს პატარა შენობა იმით იყო განსაკუთრებული, რომ მას მსოფლიოში პირველად ეწოდა „სამეფო დარბაზი“. გარდა ამისა, მომდევნო 80 წლის განმავლობაში მრავალმა ადამიანმა სწორედ ამ დარბაზში აიდგა ფეხი სულიერი გაგებით. დღეს, 85 წლის შემდეგ, პენსაკოლას ქუჩაზე მდებარე ამ სამეფო დარბაზში ოთხი კრება ატარებს შეხვედრებს 5 ენაზე, მათ შორის, ჰავაიურ პიჯინი ენაზე. a

პირველი სამეფო დარბაზი აშენებიდან ცოტა ხნის შემდეგ

ამ ისტორიული ნაგებობის სრული რეკონსტრუქციის შემდეგ ჩვენმა ძმებმა ადგილობრივი მოსახლეობა, მთავრობის წარმომადგენლები და განათლების სფეროს მოღვაწეები მიიწვიეს ღია კარის დღეზე, რომელიც 2020 წლის 11—15 თებერვალს მოეწყო. სტუმრებს ჩაუტარდათ ექსკურსია. მათ დაათვალიერეს არაერთი ისტორიული გამოფენა და მოუსმინეს ძმების მიერ მომზადებულ პრეზენტაციებს, სადაც გაშუქებული იყო იეჰოვას მოწმეთა თანამედროვე საქმიანობა. 16 თებერვალს, ღონისძიების დასასრულს, ხელმძღვანელი საბჭოს წევრმა, ძმა დეივიდ სპლეინმა, მიძღვნის მოხსენება წარმოთქვა.

ერთმა დამ, რომელიც ამ პროგრამის მომზადებაში იღებდა მონაწილეობას, აღნიშნა: „მართალია, ღია კარის დღეზე ხალხი იმისთვის არ მოგვიწვევია, რომ მათთვის სასიხარულო ცნობა გვექადაგა, მაგრამ ამ ღონისძიების მეშვეობით მათ ნამდვილად ბევრი რამ შეიტყვეს ჩვენზე. მათ შესაძლოა სხვაგვარად ვერც გაეგოთ მოწმეების საქმიანობის შესახებ“.

ეს ღონისძიება დაეხმარა ჰავაის კუნძულებზე მცხოვრებ და-ძმებს, უკეთ შეეგრძნოთ, რამხელა სულიერ მემკვიდრეობას ფლობენ ისინი და საკუთარი თვალი ეხილათ შემდეგი ნაწინასწარმეტყველები სიტყვების შესრულება: „ზღვის კუნძულებზე [განადიდებენ] ისრაელის ღვთის, იეჰოვას სახელს“ (ესაია 24:15).

a COVID-19-ის პანდემიის გამო შეერთებულ შტატებში შეხვედრები, სამეფო დარბაზებში შეკრების ნაცვლად, დროებით ვიდეოკონფერენციის მეშვეობით ტარდება.