2020 წლის 6 აგვისტო
შეერთებული შტატები
სამხრეთ-აღმოსავლეთ ტეხასს ქარიშხალი „ჰანა“ დაატყდა თავს
მდებარეობა
ტეხასი, შეერთებული შტატები
სტიქიური უბედურება
2020 წლის 25 ივლისს პირველი კატეგორიის ქარიშხალმა „ჰანამ“ მეწყერი გამოიწვია, რასაც წყალდიდობა და შტორმი მოჰყვა.
ატლანტის ოკეანეში „ჰანა“ ამ სეზონის პირველი ქარიშხალია.
დაზარალებული და-ძმები
ორმა ძმამ სხეულის მსუბუქი დაზიანებები მიიღო.
193 მაუწყებელს საცხოვრებლის დროებით დატოვება მოუწია.
დაზიანებული შენობები
და-ძმების 347 სახლი მცირედ დაზიანდა.
და-ძმების 31 სახლს სერიოზული ზიანი მიადგა.
დაზარალებულთა დახმარება
სტიქიის ზონაში სარაიონო ზედამხედველები ადგილობრივი კრების უხუცესებთან ერთად საჭირო დახმარებას უწევენ და ანუგეშებენ დაზარალებულ თანამორწმუნეებს.
მადლიერნი ვართ, რომ იეჰოვა ყოველმხრივ ნუგეშისმცემელი ღმერთია და გვჯერა, ის კვლავაც იზრუნებს ტეხასში მცხოვრებ და-ძმებზე ამ რთულ პერიოდში (2 კორინთელები 1:3, 4).