2022 წლის 11 აპრილი
შეერთებული შტატები
ჩვენი მუზეუმიდან
სიდარ-პოინტში გამართული კონგრესის ვიდეოჩანაწერი
1922 წელს სიდარ-პოინტში (აშშ, ოჰაიო) გამართული კონგრესი ერთ-ერთი გამორჩეული შეხვედრა იყო იეჰოვას მოწმეთა ისტორიაში. სწორედ ამ კონგრესზე მოუწოდა ძმა ჯოზეფ რუტერფორდმა დამსწრეებს, რომ ეუწყებინათ სამეფოს შესახებ.
ეს კონგრესი იმითაცაა გამორჩეული, რომ ის კინოფირზე გადაიღეს. თუმცა დღემდე არცერთ ჩანაწერზე არ მიგვიწვდება ხელი.
ამ კონგრესის ერთ-ერთ ფოტოზე კარგად ჩანს შემაღლებულ ადგილზე დამონტაჟებული ვიდეოკამერა შეხვედრის გარკვეული მონაკვეთების გადასაღებად. აღსანიშნავია, რომ კინემატოგრაფია მაშინ ჯერ კიდევ სიახლეს წარმოადგენდა.
როგორც ჩანს, კონგრესის ეს ჩანაწერი მოგვიანებით ფართო საზოგადოებისთვისაც გახდა ხელმისაწვდომი. მაგალითად, ერთ-ერთ გაზეთში რეკლამა იყო გაკეთებული და ასეთი რამ ეწერა: „უყურეთ კონგრესს სახლიდან გაუსვლელად. ნახეთ თქვენი მეგობრები და მოუსმინეთ ნათლობის მოხსენებას“. გაზეთში ასეთი მოწოდებაც იყო: „დაპატიჟეთ თქვენი მეზობლები და აყურებინეთ ეს ჩანაწერი. შეუკვეთეთ ახლავე“.
თუ გაქვთ რაიმე ინფორმაცია ამ ჩანაწერის შესახებ, გთხოვთ, დაუკავშირდეთ სამუზეუმო განყოფილებას (იმეილი: MuseumDonations@jw.org; მისამართი: 1 Kings Drive, Tuxedo Park, NY 10987). დიდი იმედი გვაქვს, რომ მივაგნებთ ამ უმნიშვნელოვანეს ჩანაწერს.