არჩეულ მასალაზე გადასვლა

ქარიშხლის შემდეგ (ელ-რენო, ოკლაჰომა)

2019 წლის 13 ივნისი
შეერთებული შტატები

სტიქია ანადგურებს შეერთებული შტატების ზოგ რეგიონს

სტიქია ანადგურებს შეერთებული შტატების ზოგ რეგიონს

საინფორმაციო წყაროების ცნობით, შეერთებულ შტატებს 2019 წლის მაისში 500-მდე ქარიშხლმა გადაუარა. ამავე პერიოდში ქვეყნის ზოგიერთ რეგიონში გადაუღებლად წვიმდა.

წვიმებმა და ქარიშხალმა დააზარალა არკანზასის, ინდიანას, მისისიპის, მისურის, ოკლაჰომას, ოჰაიოს, პენსილვანიისა და ტეხასის შტატებში მცხოვრები იეჰოვას მოწმეებიც. არცერთი ჩვენი და-ძმა არ დაღუპულა, თუმცა ქარიშხლების გამო ფიზიკური დაზიანება მიიღო ექვსმა მაუწყებელმა; მათგან ოთხი გადაყვანილ იქნა საავადმყოფოში. გარდა ამისა, განადგურდა ჩვენი თანაქრისტიანების 6 სახლი, ხოლო 98 სახლი და 12 სამეფო დარბაზი დაზიანდა. ჩვენი 84 თანამორწმუნე დროებით სხვაგან გადაიყვანეს საცხოვრებლად.

ძმები ახდენენ სიტუაციის შეფასებას და უზრუნველყოფენ დაზარალებულებს საკვებით, წყლითა და საცხოვრებლით. ადგილობრივი უხუცესები და სარაიონო ზედამხედველები ზრუნავენ სტიქიის ზონაში მცხოვრები და-ძმების სულიერ და ემოციურ საჭიროებებზე.

ჩვენ კვლავაც მხარში ვუდგავართ გასაჭირში მყოფ თანამორწმუნეებს და ვლოცულობთ მათთვის (2 კორინთელები 1:3, 4).