არჩეულ მასალაზე გადასვლა

2016 წლის 24 ოქტომბერი
შეერთებული შტატები

იეჰოვას მოწმეები ქარიშხალ „მეთიუს“ შედეგად დაზარალებულებს ეხმარებიან

იეჰოვას მოწმეები ქარიშხალ „მეთიუს“ შედეგად დაზარალებულებს ეხმარებიან

2016 წლის ოქტომბრის დასაწყისში შეერთებული შტატების სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილს, ბაჰამის კუნძულებსა და კარიბის ზღვის კუნძულებს ქარიშხალმა „მეთიუმ“ გადაუარა. იეჰოვას მოწმეები ძალ-ღონეს არ იშურებენ სტიქიით დაზარალებული თანაქრისტიანებისა თუ სხვების დასახმარებლად.

ბაჰამის კუნძულებზე 1 400-ზე მეტი იეჰოვას მოწმე ცხოვრობს. ქარიშხალმა 700-მდე იეჰოვას მოწმე დააზარალა. დაზარალებულთა დასახმარებლად სტიქიის ზონაში ორ ადგილას გაიგზავნა წყალი, საკვები და სხვა აუცილებელი ნივთები.

სტიქიამ კუბაში იეჰოვას მოწმეების 124 სახლი სერიოზულად დააზიანა და 31 მიწასთან გაასწორა.

ქარიშხლის შედეგად ჰაიტიზე 700­-ზე მეტი იეჰოვას მოწმე უსახლკაროდ დარჩა. იეჰოვას მოწმეების 73 სახლი და თაყვანისმცემლობისთვის განკუთვნილი 4 შენობა სრულიად განადგურდა, ხოლო 274 სახლი და თაყვანისმცემლობისთვის განკუთვნილი 15 შენობა დაზიანდა. იეჰოვას მოწმეებმა დაზარალებულები საკვებითა და მედიკამენტებით მოამარაგეს; აგრეთვე შეიძინეს კარვები, რათა უსახლკაროდ დარჩენილებს დროებითი თავშესაფარი ჰქონოდათ.

ამერიკის შეერთებულ შტატებში ქარიშხალმა „მეთიუმ“ იეჰოვას მოწმეების 125 სახლი დააზიანა. ყველაზე დიდი ზარალი მდინარეების ადიდებამ გამოიწვია.

იეჰოვას მოწმეების ხელმძღვანელი საბჭო, რომელიც მთავარ სამმართველოში მსახურობს, ორგანიზებას უწევს დაზარალებულთათვის დახმარების აღმოჩენას. იგი მსოფლიო სამქადაგებლო საქმიანობისთვის გაღებულ შესაწირავებს იყენებს დაზარალებულთა დასახმარებლად. იეჰოვას მოწმეების წარმომადგენელი, დეივიდ სიმონიანი აღნიშნავს: „გვახარებს ის ფაქტი, რომ არც ერთი იეჰოვას მოწმე არ დაღუპულა, თუმცა ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ მომხდარის გამო და თანავუგრძნობთ ყველას, ვინც ქარიშხლის შედეგად საყვარელი ადამიანი დაკარგა“.

საკონტაქტო პირები:

საერთაშორისო: დეივიდ სიმონიანი, საინფორმაციო სამსახური, ტელ. 1-718-560-5000

ბაჰამის კუნძულები: მაქსველ დინი, ტელ. 1-242-422-6472

ჰაიტი: დანიელ ლაინე, ტელ. 509-2813-1560