არჩეულ მასალაზე გადასვლა

23 მაისი, 2013
შეერთებული შტატები

ტორნადო ოკლაჰომაში

ტორნადო ოკლაჰომაში

2013 წლის 20 მაისს დამანგრეველმა ტორნადომ, რომლის დიამეტრმა 2 კმ შეადგინა და რომლის სიჩქარეც 320 კმ/სთ იყო , მიწასთან გაასწორა ქალაქი მური და ოკლაჰომა-სიტის სამხრეთი ნაწილი (ოკლაჰომას შტატი, აშშ). მედიასაშუალებების მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, სტიქიამ იმსხვერპლა 24 ადამიანი, მათ შორის 10 ბავშვი. ჩვენ ხელთ არსებული ცნობებით, სტიქიის შედეგად არ დაღუპულა არც ერთი იეჰოვას მოწმე, თუმცა, არის ერთი დაშავებული, რომელიც მკურნალობის კურსს გადის. მოხალისე იეჰოვას მოწმეები, რომლებიც სტიქიით დაზარალებულთა დახმარების კომიტეტებში მსახურობენ, პირველ დახმარებას უწევენ დაზარალებულთ, ამარაგებენ საკვებითა და წყლით, და ანუგეშებენ.

საკონტაქტო პირი:

საერთაშორისო: ჯ. ბრაუნი, საინფორმაციო სამსახური, ტელ. +1 718 560 5000