2019 წლის 2 ოქტომბერი
შეერთებული შტატები
ტროპიკულმა ქარიშხალმა სამხრეთ-აღმოსავლეთ ტეხასში ძლიერი წყალდიდობა გამოიწვია
2019 წლის 16 სექტემბრით დაწყებულ კვირაში ტროპიკულმა ქარიშხალმა „იმელდამ“ სამხრეთ-აღმოსავლეთ ტეხასის რამდენიმე ადგილის დატბორვა გამოიწვია. გადაუღებელი წვიმების შედეგად, სულ რამდენიმე დღეში წყლის სიმაღლემ 102 სანტიმეტრს მიაღწია. ექსპერტების დასკვნით, შეერთებული შტატების ისტორიაში ეს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ტროპიკული ქარიშხალია, რომელსაც უხვი ნალექი მოჰყვა. სტიქიის გამო ასობით ავტომობილი იყო მიტოვებული გზებზე. საჭირო გახდა დიდი რაოდენობით მოსახლეობის ევაკუირება.
შეერთებული შტატების ფილიალის თავდაპირველი მონაცემებით სტიქიის ზონაში მცხოვრები 29 649 და-ძმიდან არცერთი არ დაღუპულა და არც დაშავებულა. თუმცა 144 მაუწყებელს საცხოვრებელი ადგილის დატოვება მოუწია. გარდა ამისა, დაზიანდა და-ძმების 145 სახლი და 10 სამეფო დარბაზი.
ფილიალის ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა სტიქიური უბედურებებით დაზარალებულთა დახმარების კომიტეტი, რომელიც თანამშრომლობს ადგილობრივ სარაიონო ზედამხედველებთან და უხუცესებთან, რათა დაადგინონ სტიქიით გამოწვეული ზარალის ოდენობა და დახმარება აღმოუჩინონ დაზარალებულ და-ძმებს. გვჯერა, რომ იეჰოვა დაეხმარება თავის მსახურებს, რადგან მისი სიკეთე „ღრუბლებს აღწევს“ (ფსალმუნი 36:5).