2020 წლის 13 იანვარი
შეერთებული შტატები
უახლესი მონაცემები: ქარიშხალ „დორიანის“ შედეგად დაზარალებულთა დახმარება
უახლესი მონაცემები: ქარიშხალ „დორიანის“ შედეგად დაზარალებულთა დახმარება
საჰაერო და საზღვაო გზებით მიღებული დახმარება
2019 წლის 24 აგვისტოდან 10 სექტემბრამდე ბაჰამის კუნძულებზე ქარიშხალი „დორიანი“ მძვინვარებდა. სანამ სტიქია იფეთქებდა, შეერთებული შტატების ფილიალს უკვე დაწყებული ჰქონდა დახმარების საქმის ორგანიზება. ქარიშხლის შემდეგ, როგორც კი მგზავრობა უსაფრთხო გახდა, ფლორიდაში მცხოვრები და-ძმები, რომელთაც ნავები და პატარა თვითმფრინავები ჰყავდათ, უკვე მობილიზებულნი იყვნენ კუნძულებზე გასამგზავრებლად. ისინი ერთ-ერთი პირველები ჩავიდნენ დაზარალებულთა დასახმარებლად ადგილზე.
ცამეტმა და-ძმამ 300-ზე მეტი რეისი გააკეთა თვითმფრინავით და მთლიანობაში 15 ტონა პირველადი დახმარების პროდუქტი ჩაიტანა სტიქიის ზონაში და 700-ზე მეტი მოხალისე ჩაიყვანა ადგილზე. გარდა ამისა, 13 გემით ჩვენმა ძმებმა თითქმის 90 ტონა დახმარება ჩაიტანეს კუნძულებზე. ფლორიდიდან კუნძულებამდე გემით ჩასვლას და უკან დაბრუნებას საშუალოდ 12 საათი სჭირდებოდა.
„როგორც კი ქარიშხალი ჩაცხრა, [მოწმეების] თვითმფრინავები უკვე ჰაერში იყო და პროდუქტით დატვირთულები დასახმარებლად მიემართებოდნენ“, — ამბობს ხოსე კაბრერა, ფლორიდის საერთაშორისო აეროპორტის ერთ-ერთი მენეჯერი, — „ისინი გვერდში დგომის და ურთიერთდახმარების ბრწყინვალე მაგალითს იძლევიან“.
„ბევრი ჩვენგანისთვის ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა ჩვენი შესაძლებლობები და-ძმების დასახმარებლად გამოვიყენეთ“, — აღნიშნა ერთ-ერთმა მოხალისე პილოტმა, ძმა გლენ სანდერსმა, — „საოცარი იყო იმის შეგრძნება, რომ ჩვენ — სხეულის ერთი პატარა ნაწილი — ვეხმარებოდით სხეულის მეორე ნაწილს, რომელიც განსაცდელში იყო“ (1 კორინთელები 12:26).
შეერთებული შტატების ფილიალის გამოთვლით, დაზარალებულთა დასახმარებლად სულ დაახლოებით 1 750 000 დოლარი დაიხარჯება და სამუშაოები 2020 წლის პირველი მაისისთვის დასრულდება.
ფლორიდის ნავსადგურში პირველადი დახმარების პროდუქტებით ტვირთავენ მოტორიან ნავს. ჩვენმა ძმებმა ნავებით მთლიანობაში 29 რეისი გააკეთეს ფლორიდიდან ბაჰამის კუნძულებამდე.
დიდი აბაკოს (ბაჰამის კუნძულები) დატბორილი აეროპორტი.
პილოტის კაბინიდან გადაღებული სურათი.