2017 წლის 1 სექტემბერი
შეერთებული შტატები
იეჰოვას მოწმეებმა ბრუკლინში ორი საცხოვრებელი შენობა გაყიდეს
2017 წლის 31 აგვისტოს იეჰოვას მოწმეებმა გაყიდეს კოლუმბია-ჰაიტსის 97-ში განთავსებული შენობა. ამ შენობაში, რომლის ფართობიც 8 232 კვადრატულ მეტრს შეადგენს, 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ცხოვრობდნენ მთავარ სამმართველოში მომუშავე იეჰოვას მოწმეები. საცხოვრებელი შენობა, სადაც უწინ სასტუმრო „მარგარეტი“ იყო განთავსებული, ბრუკლინ-ჰაიტსის ისტორიულ უბანში მდებარეობს. საცხოვრებელ სახლს აივნები და სახურავზე ტერასა აქვს, საიდანაც ისტ-რივერისა და მანჰეტენის ულამაზესი ხედები იშლება. ცოტა ხნით ადრე, 2017 წლის 11 აგვისტოს, იეჰოვას მოწმეებმა კიდევ ერთი საცხოვრებელი შენობა გაყიდეს, რომელიც კოლუმბია-ჰაიტსის 119-ში მდებარეობს.
იეჰოვას მოწმეების მსოფლიო მთავარი სამმართველოს კომპლექსი ახლა უკვე უორიკში (ნიუ-იორკი) მდებარეობს.
საკონტაქტო პირი:
დეივიდ სიმონიანი, საინფორმაციო სამსახური, ტელ. +1-845-524-3000