2019 წლის 10 ივლისი
შეერთებული შტატები
ქარიშხალი და წყალდიდობა სამხრეთ ტეხასში
2019 წლის 24 ივნისს სამხრეთ ტეხასს ქარიშხალი და წყალდიდობა დაატყდა თავს. საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ასობით სახლი დაიტბორა და მოხდა 100-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია.
სტიქიის შედეგად არცერთი ჩვენი და-ძმა არ დაშავებულა; თუმცა 47 მათგანს მოუწია სახლების დატოვება. გარდა ამისა, ქარიშხალმა დააზიანა ჩვენი და-ძმების 65 სახლი და სამეფო დარბაზში არსებული საცხოვრებელი ოთახი.
სარაიონო ზედამხედველები და ადგილობრივი უხუცესები ინახულებენ და ამხნევებენ სტიქიით დაზარალებულ და-ძმებს. აგრეთვე სტიქიური უბედურებებით დაზარალებულთა დახმარების კომიტეტი ორგანიზებას უწევს დაზარალებულთა დაბინავებას და საკვებით, წყლითა და ტანსაცმლით მათ უზრუნველყოფას. მიმდინარეობს დაზიანებული სახლების და სამეფო დარბაზში არსებული საცხოვრებელი ოთახის გაწმენდითი და აღდგენითი სამუშაოები.
ჩვენ განვაგრძობთ სამხრეთ ტეხასში მცხოვრები და-ძმების მხარდაჭერას, რათა მათ კვლავაც იეჰოვაზე დაამყარონ იმედი და გადალახონ ეს განსაცდელი (ესაია 26:3, 4).