2019 წლის 18 სექტემბერი
შეერთებული შტატები
ქარიშხალი „დორიანი“ გზად ყველაფერს ანადგურებს
მას შემდეგ, რაც მე-5 კატეგორიის შტორმმა, დორიანმა, ბაჰამის კუნძულებს გადაუარა, შეერთებული შტატების აღმოსავლეთ სანაპიროს მიადგა. 2019 წლის 6 სექტემბერს შტორმმა (პირველი კატეგორია) გადაუარა ჩრდილოეთ კაროლინაში მდებარე ჰატერასის კონცხს და გაანადგურა საცხოვრებელი სახლები და სხვა შენობები. 2019 წლის 7 სექტემბერს სტიქიამ გადაინაცვლა კანადაში, ახალი შოტლანდიის პროვინციაში.
შეერთებული შტატების ფილიალის ინფორმაციით, ბაჰამის კუნძულებზე მცხოვრები 1 742 იეჰოვას მოწმიდან მხოლოდ ერთმა დამ მიიღო მცირედი დაზიანება. თუმცა ჩვენი და-ძმების 48 სახლი დაზიანდა, ხოლო 8 მთლიანად დაინგრა.
დიდ აბაკოს კუნძულზე მცხოვრები იეჰოვას მოწმეებიდან ბევრს უსაფრთხოების მიზნით ბაჰამის კუნძულების დედაქალაქ ნასაუში მოუწია გადასვლა. მათ აეროპორტში გულთბილად დახვდნენ ადგილობრივი და-ძმები.
სტიქიური უბედურებებით დაზარალებულთა დახმარების კომიტეტი ადგილობრივ სარაიონო ზედამხედველთან ერთად ორგანიზებას უწევს დაზარალებული და-ძმების დახმარების საქმეს.
შეერთებულ შტატებში შტორმმა უმთავრესად ჩრდილოეთ და სამხრეთ კაროლინას შტატები დააზარალა. მართალია, არცერთ ჩვენს და-ძმას არ მიუღია ფიზიკური ზიანი, მაგრამ 737 მათგანს მაინც მოუწია საკუთარი სახლების დატოვება დროებით, სანამ მათი შეკეთება მოხდება. ამასთანავე, 50 სახლი და 12 სამეფო დარბაზი საგრძნობლად დაზიანდა.
კანადაში არცერთი ჩვენი და-ძმა არ დაზარალებულა. შტორმმა მცირედი ზიანი მიაყენა ჩვენი და-ძმების რამდენიმე სახლს, ზოგ ოჯახს კი სტიქიის შედეგად მხოლოდ ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. ადგილობრივმა და-ძმებმა საკუთარი ძალებით შეძლეს მათი დახმარება.
ვემადლიერებით იეჰოვას, რადგან ის ისმენს იმ და-ძმების ვედრებას, რომლებიც გასაჭირში მასზე არიან მინდობილნი (ფსალმუნი 28:6).