2017 წლის 11 სექტემბერი
შეერთებული შტატები
უახლესი ინფორმაცია ქარიშხალ „ირმას“ შედეგად დაზარალებულებზე
გვინდა, მოგაწოდოთ უახლესი ინფორმაცია ქარიშხალ „ირმას“ შედეგად დაზარალებულ და-ძმებზე, რომლებიც კარიბის ზღვის კუნძულებსა და შეერთებული შტატების სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ცხოვრობენ.
სამწუხაროდ, ფლორიდის შტატში ერთი ხანდაზმული ძმა და ჯორჯიის შტატში ერთი ჩვენი და ევაკუაციის დროს დაიღუპნენ. გარდა ამისა, ჩვენი ორი ძმა დაშავდა კუნძულ ტორტოლაზე, რომელიც ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულებს შორის უდიდესია. კარიბის ზღვის კუნძულებზე მცხოვრები თანამორწმუნეების 40-ზე მეტი სახლი სერიოზულად დაზიანდა და სულ მცირე 40 და-ძმას მოუწია სახლ-კარის დატოვება. ძმები ახერხებენ სტიქიით დაზარალებულ რეგიონებში შესვლას და ზარალის შესახებ მონაცემების შეგროვებას.
ჩვენ თანავუგრძნობთ სტიქიის შედეგად დაზარალებულ და-ძმებს, განსაკუთრებით მათ, რომლებმაც საყვარელი ადამიანები დაკარგეს. დარწმუნებული ვართ, რომ იეჰოვა თავისი ორგანიზაციის მეშვეობით ანუგეშებს გასაჭირში მყოფ და-ძმებს (1 თესალონიკელები 3:7).
საკონტაქტო პირი:
დეივიდ სიმონიანი, საინფორმაციო სამსახური, ტელ. +1-845-524-3000