არჩეულ მასალაზე გადასვლა

2018 წლის 17 ოქტომბერი
შეერთებული შტატები

ქარიშხალი მაიკლი — ერთ-ერთი უძლიერესი ქარიშხალი აშშ-ს ისტორიაში, რომელმაც კატასტროფული ნგრევა გამოიწვია

ქარიშხალი მაიკლი — ერთ-ერთი უძლიერესი ქარიშხალი აშშ-ს ისტორიაში, რომელმაც კატასტროფული ნგრევა გამოიწვია

2018 წლის 10 ოქტომბერს, ქარიშხალმა „მაიკლმა“ მეწყერი გამოიწვია ფლორიდაში და საერთო ჯამში, დიდი ქაოსი შექმნა შეერთებული შტატების მთელ სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. ქარიშხალი „მაიკლი“, რომელიც ექსპერტებმა მეოთხე კატეგორიას მიაკუთვნეს, ერთ-ერთი უძლიერესი ქარიშხლის სახელით შევიდა შეერთებული შტატების ისტორიაში, ვინაიდან მან დიდი ზარალი მიაყენა მოსახლეობას; აგრეთვე შეიწირა, სულ მცირე, 18 ადამიანი.

სტიქია შეეხო 94 კრების და-ძმებს, ანუ მთლიანობაში 13 რაიონს. ჩვენი თანაქრისტიანებიდან არავინ დაღუპულა, თუმცა დაშავდა სამი. ქარიშხალმა ჩვენი და-ძმების საკუთრებაში არსებული 528 სახლი დააზიანა. ზიანი აგრეთვე მიადგა 34 სამეფო დარბაზს და მთლიანობაში ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა 39 სამეფო დარბაზს.

შეერთებული შტატების ფილიალი, სტიქიით დაზარალებულთა დახმარების კომიტეტი და 40-ზე მეტი სარაიონო ზედამხედველი ორგანიზებას უწევს სტიქიით დაზარალებულთა დახმარებას. ამაში შედის და-ძმების უზრუნველყოფა საკვებით, პირველადი დახმარების ნივთებით, თავშესაფრით და წყლით. გარდა ამისა, მიმდინარეობს დაზიანებული სახლების გამაგრება და დროებითი გადახურვის სამუშაოები. ტერიტორია სუფთავდება წაქცეული ხეებისგან. ორგანიზება ეწევა და-ძმებისთვის სულიერი მხარდაჭერის საქმეს და ტარდება სამწყემსო მონახულებები.

მართალია, ჩვენი თანამორწმუნეები არ არიან დაცულნი ამ ქვეყნიერების გასაჭირისგან, რაშიც მსგავსი სახის სტიქიური უბედურებებიც შედის, მაგრამ ისინი გულდაჯერებით ენდობიან ჩვენს ღმერთს და სწამთ, რომ არასდროს გაუცრუვდებათ იმედები (ფსალმუნი 142:5).