2018 წლის 20 სექტემბერი
შეერთებული შტატები
ქარიშხალი „ფლორენსი“ შეერთებული შტატების სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილს ანადგურებს
ტროპიკული ციკლონის, „ფლორენსის“, შედეგად გამოწვეულმა წყალდიდობამ ჩრდილოეთ და სამხრეთ კალიფორნიისა და სხვა შტატების ვრცელი ტერიტორიები დატბორა. თავდაპირველი მონაცემებით მე-4 კატეგორიის ქარიშხალმა „ფლორენსმა“, სულ მცირე, 32 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ათასობით ადამიანს კი საცხოვრებლის დატოვება მოუწია.
შეერთებული შტატების ფილიალის მონაცემებით, სტიქიის შედეგად არც ერთი მაუწყებელი არ დაღუპულა და არავის მიუღია სხეულის სერიოზული დაზიანება, თუმცა 4 000 მოწმეს მოუწია საცხოვრებელი ტერიტორიის დატოვება. მართალია, სიტუაცია ნელ-ნელა უმჯობესდება, მაგრამ ზოგიერთი ადგილი ჯერ კიდევ მიუდგომელია წყლის მაღალი დონის გამო. ბოლო მონაცემებით ქარიშხალმა დააზიანა ჩვენი და-ძმების 351 სახლი და სტიქიის ზონაში არსებული 21 სამეფო დარბაზი.
სტიქიური უბედურებებით დაზარალებულთა დახმარების კომიტეტი ორგანიზებას უწევს, რომ მოხდეს დაზარალებულთა უზრუნველყოფა საკვებით, წყლით, ტანსაცმლით, თავშესაფრით, პირველადი დახმარების ნივთებითა და მედიკამენტებით. ორი ჯგუფი მუშაობს იმაზე, რომ საკმაოდ ვრცელი ტერიტორიიდან გაიტანონ სტიქიის შედეგად წაქცეული ხეები. ადგილობრივ მოხალისეებსა თუ სხვა ტერიტორიებიდან მიწვეულ და-ძმებს მთელი ყურადღება სტიქიის ზონაზე აქვთ გადატანილი. ისინი მიჰყვებიან სტიქიური უბედურებებით დაზარალებულთა დახმარების კომიტეტის მითითებებს. ადგილობრივი უხუცესები და სარაიონო ზედამხედველები სამწყემსო მონახულებებს აკეთებენ სტიქიით დაზარალებულ და-ძმებთან.
ვლოცულობთ ამ რთულ მდგომარეობაში მყოფი ჩვენი და-ძმებისთვის და მოუთმენლად ველით იმ დროს, როცა აღარაფრის შეგვეშინდება (ესაია 12:2).