არჩეულ მასალაზე გადასვლა

მარცხნივ: 2024 წლის 26 სექტემბერი ქარიშხალი „ჰელენი“ მექსიკის სანაპიროზე. მარჯვნივ ზემოთ: ჩრდილოეთ კალიფორნიაში დატბორილი იეჰოვას მოწმეთა დარბაზი. მარჯვნივ ქვემოთ: ჩრდილოეთ კალიფორნიაში ერთი ძმის სახლის ნანგრევები.

3 ᲝᲥᲢᲝᲛᲑᲔᲠᲘ, 2024
შეერთებული შტატები

ქარიშხალი „ჰელენის“ გამანადგურებელი შედეგები ამერიკის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში

ქარიშხალი „ჰელენის“ გამანადგურებელი შედეგები ამერიკის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში

2024 წლის 26 სექტემბერს ფლორიდის სანაპიროებს მეოთხე კატეგორიის ქარიშხალმა „ჰელენმა“ გადაუარა. შტორმს თან მოჰყვა კოკისპირული წვიმა და ძლიერი ქარი, რომლის სიჩქარემ საათში 225 კილომეტრს მიაღწია. 27 სექტემბერს ქარიშხალმა ჯორჯიის შტატისკენ გადაინაცვლა; ქარის სიჩქარე საათში 95 კილომეტრს აღემატებოდა. მომდევნო დღეს ჩრდილოეთიდან სამხრეთ კაროლინასკენ გადავიდა, რასაც სამი ტორნადო მოჰყვა. ხოლო სამხრეთი კაროლინადან ჩრდილოეთის მიმართულებით გადაინაცვლა. ზოგიერთ ქალაქში მოსული ნალექის დონემ 90 სანტიმეტრს გადააჭარბა.

ქარიშხალ „ჰელენს“ წყალდიდობა მოჰყვა, რის შედეგადაც დაზიანდა სახლები და გზები. აგრეთვე დიდი ზიანი მიადგა სხვადასხვა ბიზნესს. მილიონზე მეტი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. დაღუპულია დაახლოებით 180 ადამიანი.

დაზარალებული და-ძმები

  • სამწუხაროდ, დაიღუპა 3 ძმა.

  • მსუბუქად დაშავდა 7 მაუწყებელი.

  • საცხოვრებლის დატოვება მოუწია 1 606 მაუწყებელს.

  • დაინგრა 29 სახლი.

  • სერიოზულად დაზიანდა 236 სახლი.

  • მსუბუქად დაზიანდა 779 სახლი.

  • სერიოზულად დაზიანდა იეჰოვას მოწმეების 1 დარბაზი.

  • მსუბუქად დაზიანდა იეჰოვას მოწმეების 19 დარბაზი.

დაზარალებულთა დახმარება

  • სარაიონო ზედამხედველები და ადგილობრივი უხუცესები სულიერ და პრაქტიკულ დახმარებას უწევენ დაზარალებულ მაუწყებლებს.

  • ჩამოყალიბდა დაზარალებულთა დახმარების 2 კომიტეტი.

ძალიან ვწუხვართ სტიქიის შედეგად დაღუპული თანაქრისტიანების გამო. თუმცა, გვანუგეშებს იეჰოვას დაპირება, რომ მალე უსაფრთხოდ ვიცხოვრებთ და უბედურების შიში არ შეგვაწუხებს (იგავები 1:33).