2020 წლის 14 აგვისტო
შეერთებული შტატები
ქარიშხალმა „ესაიამ“ ამერიკის შეერთებული შტატების აღმოსავლეთ ნაწილს დიდი ზიანი მიაყენა
მდებარეობა
ამერიკის შეერთებული შტატების აღმოსავლეთი ნაწილი
სტიქიური უბედურება
2020 წლის 3 აგვისტოს ჩრდილოეთ კაროლინას 1-ლი კატეგორიის ქარიშხალი დაატყდა თავს, რამაც მეწყერი გამოიწვია.
ქარიშხალს აღმოსავლეთ სანაპიროზე ათობით ტორნადო მოჰყვა, რამაც მოსახლეობას დიდი ზარალი მიაყენა, ელექტროსადენები დაზიანდა და შეწყდა ელექტრომომარაგება.
დაზარალებული და-ძმები
დაშავდა ერთი და.
12 ოჯახს საცხოვრებლის დროებით დატოვება მოუწია.
დაზიანებული შენობები
უმნიშვნელოდ დაზიანდა ჩვენი თანამორწმუნეების კუთვნილი 55 სახლი.
სერიოზულად დაზიანდა 5 სახლი.
დაზიანდა რამდენიმე ავტომობილი.
უმნიშვნელოდ დაზიანდა იეჰოვას მოწმეთა 5 დარბაზი.
დაზარალებულთა დახმარება
სარაიონო ზედამხედველებმა და უხუცესებმა, კოვიდ-19 პანდემიის პირობებში უსაფრთხოების წესების დაცვით, დაუყოვნებლივ გაუწიეს ორგანიზება სტიქიით დაზარალებული და-ძმების დახმარებას.
ძალიან გვსიამოვნებს იმის დანახვა, თუ როგორ უდგას იეჰოვა მხარში ძნელბედობის ჟამს სტიქიით დაზარალებულ ჩვენს თანამორწმუნეებს. მოუთმენლად ველით იმ დროს, როცა აღარავის შეაშფოთებს სტიქიით გამოწვეული „უბედურების შიში“ (იგავები 1:33).