არჩეულ მასალაზე გადასვლა

2020 წლის 7 სექტემბერი
შეერთებული შტატები

ქარიშხალმა „ლაურამ“ მეწყერი გამოიწვია ლუიზიანას შტატში

ქარიშხალმა „ლაურამ“ მეწყერი გამოიწვია ლუიზიანას შტატში

ადგილმდებარეობა

არკანზასი, მისისიპი, დასავლეთი ლუიზიანა და აღმოსავლეთი ტეხასი

სტიქია

  • 2020 წლის 27 აგვისტოს მე-4 კატეგორიის ქარიშხალმა „ლაურამ“ მეწყერი გამოიწვია დასავლეთ ლუიზიანაში. ძლიერმა ქარმა საგრძნობლად დააზიანა შენობა-ნაგებობები და ელექტროგადამცემი ხაზები.

დაზარალებული და-ძმები

  • სამწუხაროდ, სტიქიას ემსხვერპლა ერთი ხანდაზმული და, რომელიც მოხუცებულთა თავშესაფრიდან ევაკუირების დროს გარდაიცვალა.

  • ერთმა დამ სხეულის მცირე დაზიანება მიიღო.

  • 3 992 მაუწყებელს მოუწია საცხოვრებლის დროებით დატოვება.

დაზიანებული შენობები

  • დაინგრა ჩვენი და-ძმების 10 სახლი.

  • სერიოზულად დაზიანდა და-ძმების 95 სახლი და იეჰოვას მოწმეთა 4 დარბაზი.

  • უმნიშვნელო ზიანი მიადგა და-ძმების 192 სახლს და იეჰოვას მოწმეთა 16 დარბაზს.

დაზარალებულთა დახმარება

  • შეერთებული შტატების ფილიალმა ჩამოაყალიბა სტიქიური უბედურებებით დაზარალებულთა დახმარების კომიტეტი.

  • სარაიონო ზედამხედველები და ადგილობრივი უხუცესები ზრუნავენ იმაზე, რომ ევაკუირებულ და-ძმებს უსაფრთხო თავშესაფარი მოუძებნონ.

შემთხვევები

  • სტიქიის ზონასთან ახლოს მცხოვრებმა და-ძმებმა შეიფარეს დაზარალებული თანაქრისტიანები; თუმცა ყველა მათგანი ცდილობს, მაქსიმალურად დაიცვას COVID-19-თან დაკავშირებული უსაფრთხოების ზომები. ერთი ძმა, რომელსაც საცხოვრებლის დატოვება მოუწია, ამბობს: „და-ძმების ასეთ მზრუნველობას იეჰოვას კურთხევად მივიჩნევთ“.

სტიქიის ზონაში მცხოვრები და-ძმები მიჰყვებიან ხელმძღვანელობას და დახმარების ხელს უწვდიან ერთმანეთს, რითაც ღირსეულად წარადგენენ თავს, „როგორც ღვთის მსახურებს შეეფერებათ“ (2 კორინთელები 6:4).