არჩეულ მასალაზე გადასვლა

2020 წლის 24 სექტემბერი
შეერთებული შტატები

ქარიშხალმა „სალიმ“ შეერთებული შტატების სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილის დატბორვა გამოიწვია

ქარიშხალმა „სალიმ“ შეერთებული შტატების სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილის დატბორვა გამოიწვია

ადგილმდებარეობა

ალაბამა, ფლორიდა, მისისიპი

სტიქია

  • მეორე კატეგორიის ქარიშხალმა, რომელიც ნელა მოძრაობდა, 2020 წლის 16 სექტემბერს ალაბამას შტატში მეწყერი გამოიწვია. რამდენიმე საათიან გადაუღებელ წვიმებს ძლიერი წყალდიდობა მოჰყვა.

  • ქარიშხალმა არაერთ კერძო საკუთრებას მიაყენა სერიოზული ზიანი და გამოიწვია ელექტროენერგიის შეწყვეტა.

დაზარალებული და-ძმები

  • 240 მაუწყებელს მოუწია საცხოვრებლის დროებით დატოვება.

  • ერთმა მაუწყებელმა მიიღო სხეულის მცირე დაზიანება.

დაზიანებული შენობები

  • 143 საცხოვრებელი სახლი და იეჰოვას მოწმეების 11 დარბაზი მსუბუქად დაზიანდა.

  • 12 საცხოვრებელი სახლი და იეჰოვას მოწმეების 1 დარბაზი საგრძნობლად დაზიანდა.

დაზარალებულთა დახმარება

  • დაზარალებულთა დახმარების ორი კომიტეტი, სარაიონო ზედამხედველთან და ადგილობრივი კრების უხუცესებთან ერთად, COVID -19 პანდემიის პირობებში უსაფრთხოების წესების დაცვით, ორგანიზებას უწევს სტიქიით დაზარალებული და-ძმების ფიზიკურ და სულიერ დახმარებას.

ერთმა მაუწყებელმა აღნიშნა, რომ სტიქიამ ძალიან შეაშინა და დათრგუნა. თუმცა კრების წევრებმა მას დაუყოვნებლივ აღმოუჩინეს დახმარება, რის შემდეგაც მათ თქვა: „ახლაც მოჭარბებული მაქვს ემოციები, თუმცა დადებითი, რადგან უდიდესი სიყვარული და მხარდაჭერა ვიგრძენი და-ძმებისგან“ (1 იოანე 3:18).