2018 წლის 26 თებერვალი
შეერთებული შტატები
ქარიშხალ „ჰარვის“ შედეგად დაზარალებულებს დახმარების ხელს უწვდიან
ნიუ-იორკი — ტეხასის (აშშ) მოსახლეობა ქარიშხალ „ჰარვის“ შედეგად მიყენებულ ზარალს ებრძვის. 2017 წლის 25 აგვისტოს ქარიშხალმა ქალაქ კორპუს-კრისტის მახლობლად მეწყერი გამოიწვია. დაზარალებულთა დახმარების ორი კომიტეტი ორგანიზებას უწევს ათასობით დაზარალებული და-ძმის დახმარებას.
აღდგენითი სამუშაოების პირველ ეტაპზე 7 000-ზე მეტმა მოხალისემ ჩვენი და-ძმების 2 300 სახლი გაასუფთავა. გარდა ამისა, ყოველ კვირა დაახლოებით 1 000 მოხალისეა ჩართული სამშენებლო სამუშაოებში. მათ უკვე შეაკეთეს 48 სამეფო დარბაზი, მომდევნო თვეში კი 540-ზე მეტი სახლის შეკეთებაა დაგეგმილი. მხოლოდ ამ ტერიტორიაზე აღდგენითი სამუშაოებისთვის საჭირო ხარჯების დასაფარად დაახლოებით 8.5 მილიონი დოლარი იქნება საჭირო. აღდგენითი სამუშაოები 2018 წლის ივნისის ბოლოს დასრულდება.
2017 წლის აგვისტოს შემდეგ ფილიალის 22 წარმომადგენელი, მათ შორის 7 კომიტეტის წევრი, სტიქიის ზონაში ჩავიდა, რათა დაზარალებული თანამორწმუნეები გაემხნევებინათ. ვლოცულობთ, რომ იეჰოვამ „გაუმაგროს ხელები“ იმ და-ძმებს, რომლებიც სტიქიით დაზარალებულებს ეხმარებიან (ნეემია 6:9).
საკონტაქტო პირი:
დეივიდ სიმონიანი, საინფორმაციო სამსახური, ტელ. +1-845-524-3000