2020 წლის 17 სექტემბერი
შეერთებული შტატები
შეერთებული შტატების დასავლეთ ნაწილში ხანძარი კვლავ მძვინვარებს
ადგილმდებარეობა
კალიფორნია, ორეგონი და ვაშინგტონი
სტიქია
ძლიერმა ხანძარმა, რომელიც სწრაფად ვრცელდება, ორ მილიონ ჰექტარზე მეტი მიწის ფართობი გადაწვა კალიფორნიიდან ვაშინგტონამდე.
ხანძარმა ძლიერი დაკვამლიანება გამოიწვია, რაც საფრთხეს უქმნის ადამიანთა ჯანმრთელობას.
ეს კალიფორნიის ისტორიაში ერთ-ერთი ძლიერი ხანძარია.
დაზარალებული და-ძმები
4 546 მაუწყებელს მოუწია საცხოვრებლის დატოვება.
დაზიანებული შენობები
მთლიანად განადგურდა 61 სახლი.
დაზიანდა 16 სახლი.
დაზარალებულთა დახმარება
სტიქიური უბედურებებით დაზარალებულთა დახმარების კომიტეტი სარაიონო ზედამხედველებთან და ადგილობრივი კრებების უხუცესებთან ერთად ორგანიზებას უწევენ ევაკუირებული და-ძმების დახმარებას ისე, რომ არ დაარღვიონ COVID-19-თან დაკავშირებით დადგენილი რეგულაციები.
დაზარალებული და-ძმები ემადლიერებიან იეჰოვას, რომელიც თავისი ორგანიზაციის მეშვეობით უწევს მათ დახმარებას. ერთმა დამ, რომლის სახლიც სრულიად განადგურდა, აღნიშნა: „სანამ ჩვენ გავიაზრებდით, რა გვჭირდებოდა, ძმებს უკვე მოტანილი ჰქონდათ“.
სტიქიის ზონაში მცხოვრებ და-ძმებს კვლავ უწევთ პრობლემებთან ჭიდილი, მაგრამ ისინი გრძნობენ იეჰოვას სიყვარულსა და მზრუნველობას (იაკობი 5:11).