არჩეულ მასალაზე გადასვლა

2020 წლის 1 სექტემბერი
შეერთებული შტატები

შეერთებული შტატების დასავლეთ ნაწილში ხანძარი მძვინვარებს

შეერთებული შტატების დასავლეთ ნაწილში ხანძარი მძვინვარებს

მდებარეობა

ჩრდილოეთი კალიფორნია და ორეგონი

სტიქიური უბედურება

  • ჩრდილოეთ კალიფორნიისა და ორეგონის ზოგიერთ ნაწილში მეხის ჩამოვარდნის 14 000-მდე შემთხვევა დაფიქსირდა, რამაც სხვა ფაქტორების ზემოქმედებასთან ერთად გააჩინა ხანძრის 700-ზე მეტი კერა. ხანძარმა მთლიანობაში 400 000 ჰექტარზე მეტი ფართობი გადაწვა.

  • ხანძრის შედეგად წარმოქმნილმა კვალმა და ფერფლმა ჰაერის უკიდურესი დაბინძურება გამოიწვია. როგორც იტყობინებიან, 21 აგვისტოს მსოფლიოში ჰაერის დაბინძურების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ჩრდილოეთ კალიფორნიაში დაფიქსირდა.

  • კალიფორნიაში ორ ადგილას ხანძარი ისევ მძვინვარებს. მონაცემების მიხედვით მსგავსი სიძლიერის ხანძარი კალიფორნიის ისტორიაში მხოლოდ ერთხელ მოხდა.

დაზარალებული და-ძმები

  • 936 მაუწყებელს მოუწია საცხოვრებელი ადგილის დროებით დატოვება.

დაზიანებული შენობები

  • იეჰოვას მოწმეთა 2 სახლი დაინგრა.

დაზარალებულთა დახმარება

  • სტიქიური უბედურებებით დაზარალებულთა დახმარების კომიტეტი სარაიონო ზედამხედველებთან და ადგილობრივ უხუცესებთან ერთად ეხმარებიან სტიქიით დაზარალებულ თანამორწმუნეებს.

და-ძმები დიდად აფასებენ თანამორწმუნეების მხარდაჭერას. ერთი ძმა ამბობს: „რაც არ უნდა მოხდეს, და-ძმები ყოველთვის ჩვენ გვერდით არიან. ჩვენც ამ დიდი ოჯახის ნაწილი ვართ“. თანაქრისტიანების მხრიდან გაწეული დახმარება ცხადყოფს, რომ ვერაფერი „ვერ ჩამოგვაშორებს ღვთის სიყვარულს“ (რომაელები 8:39).