2019 წლის 14 მარტი
შეერთებული შტატები
შეერთებული შტატების სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილს საშინელმა ტორნადომ გადაუარა
2019 წლის 3 მარტს, კვირას, გამანადგურებელმა ტორნადომ გადაუარა ალაბამის, ფლორიდისა და ჯორჯიის შტატების ნაწილს, რის შედეგადაც დაიღუპა 23 და დაშავდა ათეულობით ადამიანი.
შეერთებული შტატების ფილიალის მონაცემებით, დაღუპულთა შორის არ არის არცერთი ჩვენი და-ძმა. თუმცა ფორტ ველიში, ჯორჯიის შტატში, დაშავდა ერთი ჩვენი და, რომლის სახლიც ტორნადომ მიწასთან გაასწორა. ის გადაყვანილ იქნა უახლოეს საავადმყოფოში, სადაც მას უტარდება სათანადო სამედიცინო მკურნალობა. გარდა ამისა, ფილიალის ცნობით, დაზიანდა ჩვენი თანაქრისტიანების ექვსი სახლი, ოთხი კი მთლიანად დაინგრა. ადგილობრივმა სარაიონო ზედამხედველებმა ორგანიზება გაუწიეს სტიქიით დაზარალებული მაუწყებლების უზრუნველყოფას საკვებით, თავშესაფრითა და ტანსაცმლით; უხუცესები სათანადო სულიერ მხარდაჭერას უწევენ სტიქიის ზონაში მცხოვრებ და-ძმებს.
ვლოცულობთ, რომ სტიქიური უბედურებით დაზარალებული და-ძმები გაძლიერდნენ 2019 წლის მუხლით: „აქეთ-იქით ნუ იყურები, რადგან შენი ღმერთი ვარ“ (ესაია 41:10).