არჩეულ მასალაზე გადასვლა

2020 წლის 6 ნოემბერი
შეერთებული შტატები

შეერთებული შტატების სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილს ქარიშხალი „ზეტა“ დაატყდა

შეერთებული შტატების სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილს ქარიშხალი „ზეტა“ დაატყდა

ადგილმდებარეობა

შეერთებული შტატების სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილი

სტიქია

  • 2020 წლის 28 ოქტომბერს ლუიზიანის სანაპიროს სწრაფად მოძრავმა მეორე კატეგორიის ქარიშხალმა გადაუარა. სანამ „ზეტა“ სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე სხვა შტატებს მიაღწევდა, მისმა სიმძლავრემ ტროპიკული შტორმის ნიშნულამდე იკლო.

  • ძლიერი ქარიშხლის შედეგად დაიტბორა სანაპირო ზოლი, დაზიანდა შენობები და შეწყდა ელექტრომომარაგება.

დაზარალებული და-ძმები

  • 324 მაუწყებელს საცხოვრებლის დატოვება მოუწია.

  • 1-მა იეჰოვას მოწმემ სხეულის მცირე დაზიანება მიიღო.

დაზიანებული შენობები

  • უმნიშვნელო ზიანი მიადგა 291 სახლსა და იეჰოვას მოწმეთა 14 დარბაზს.

  • მნიშვნელოვნად დაზიანდა 8 სახლი და იეჰოვას მოწმეთა 3 დარბაზი.

  • 1 სახლი მთლიანად დაინგრა.

დაზარალებულთა დახმარება

  • სარაიონო ზედამხედველები ადგილობრივ უხუცესებთან ერთად ატარებენ სამწყემსო მონახულებებს და ეხმარებიან დაზარალებულ და-ძმებს. ამ და-ძმებზე კორონავირუსითა და ქარიშხალ „ლაურათი“ დაზარალებულთა დახმარების კომიტეტები ზრუნავენ, რომლებიც, იმავდროულად, იცავენ კოვიდ-19-თან დაკავშირებულ ყველა რეგულაციას.

სამწუხაროა, რომ ქარიშხალმა „ზეტამ“ დიდი ზარალი მიაყენა ამ ტერიტორიაზე მცხოვრებ და-ძმებს. მსოფლიო საძმოს მხარდაჭერამ ისინი კიდევ ერთხელ დაარწმუნა ღვთის სიყვარულში (ფსალმუნი 89:1).