2021 წლის 1 მარტი
შეერთებული შტატები
შეერთებული შტატების სამხრეთ ნაწილში მომხდარმა უძლიერესმა ზამთრის ქარიშხალმა 7 500-ზე მეტი მაუწყებლის ევაკუირება გახადა საჭირო
ადგილმდებარეობა
შეერთებული შტატების სამხრეთ რეგიონები
სტიქია
ძლიერმა ქარიშხალმა, რომელიც 2021 წლის 13 თებერვლიდან დაიწყო, შეერთებული შტატების სამხრეთ ნაწილს გადაუარა. ყველაზე დიდი ზიანი ტეხასის შტატს მიადგა. თოვლმა და უპრეცედენტოდ დაბალმა ტემპერატურამ რამდენიმე დღის განმავლობაში ელექტროენერგიის გათიშვა გამოიწვია საცხოვრებელ სახლებსა და დაწესებულებებში; მილების გაყინვის გამო დიდი ზიანი მიადგა მოსახლეობას.
დაზარალებული და-ძმები
11 მაუწყებელს დასჭირდა საავადმყოფოში გადაყვანა.
94-მა მაუწყებელმა მიიღო სხეულის მცირე დაზიანება.
7 650 მაუწყებელს მოუწია საცხოვრებლის დროებით დატოვება.
მატერიალური ზარალი
კრების შეხვედრების 14 დარბაზი და 1 საკონგრესო დარბაზი უმნიშვნელოდ დაზიანდა.
სერიოზული ზიანი მიადგა 5 დარბაზს.
3 224 სახლს მიადგა უმნიშვნელო ზიანი.
113 სახლი დაზიანდა სერიოზულად.
12 სახლი დაინგრა.
დაზარალებულთა დახმარება
სარაიონო ზედამხედველები და კრების უხუცესები თანამშრომლობდნენ სტიქიით დაზარალებულთა დახმარების კომიტეტთან, რომელიც კოვიდ-19 პანდემიის გამო ჩამოყალიბდა. ისინი ზრუნავდნენ დაზარალებულთათვის საჭირო დახმარების აღმოჩენაზე; ამარაგებდნენ სასმელი წყლით და ორგანიზებას უწევდნენ დაზიანებული სახლებისა და დარბაზების შეკეთებას. ძმებმა იმაზეც იზრუნეს, რომ დაზარალებულ მაუწყებლებს დროებითი თავშესაფარი ჰქონოდათ. დახმარების გაწევის დროს ჩვენი და-ძმები ითვალისწინებენ კოვიდ-19-თან დაკავშირებულ რეგულაციებს.
ვემადლიერებით იეჰოვას, რომ ის ნუგეშს ჰგვრის სტიქიით დაზარალებულ და-ძმებს (2 კორინთელები 1:3).