2020 წლის 20 აგვისტო
შეერთებული შტატები
შეერთებული შტატების შუა-დასავლეთ ნაწილს ძლიერმა ქარიშხალმა გადაუარა
მდებარეობა
შეერთებული შტატების შუა-დასავლეთი ნაწილი
სტიქიური უბედურება
2020 წლის 10 აგვისტოს შეერთებული შტატების შუა-დასავლეთ ნაწილს დამანგრეველი ძალის მქონე ქარიშხალმა გადაუარა, რასაც თან ახლდა ძლიერი ჭექა-ქუხილი. ამ სახეობის შტორმი „დერეჩოს“ სახელით არის ცნობილი და რამდენიმე ქარიშხალს მოიცავს. სტიქიამ დიდი ზარალი გამოიწვია.
ქარიშხალმა დააზიანა მოსავალი, შენობები თუ სხვა სახის კერძო საკუთრება. შეწყდა ელექტროენერგიის მიწოდება.
დაზარალებული და-ძმები
ორმა მაუწყებელმა მიიღო სხეულის მცირე დაზიანება.
18 მაუწყებელს მოუწია საცხოვრებლის დატოვება.
დაზიანებული შენობები
ჩვენი და-ძმების 216 სახლი უმნიშვნელოდ დაზიანდა.
5 სახლი სერიოზულად დაზიანდა.
იეჰოვას მოწმეთა 24 დარბაზს მცირე ზიანი მიადგა.
დაზარებულთა დახმარება
სტიქიური უბედურებებით დაზარალებულთა დახმარების კომიტეტები სარაიონო ზედამხედველებთან და ადგილობრივი კრების უხუცესებთან ერთად ორგანიზებას უწევენ სტიქიით დაზარალებული და-ძმების დახმარებას.
გვჯერა, იეჰოვა კვლავაც იზრუნებს სტიქიის ზონაში მცხოვრებ და-ძმებზე. მოუთმენლად ველით იმ დროს, როცა სტიქია აღარავის მიაყენებს ზიანს და არავის ექნება საცხოვრებლის დაკარგვის შიში (ესაია 65:21).