არჩეულ მასალაზე გადასვლა

2014 წლის 13 მაისი
შეერთებული შტატები

შეერთებული შტატების ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილს ტორნადო დაატყდა

შეერთებული შტატების ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილს ტორნადო დაატყდა

2014 წლის 27 აპრილს შეერთებული შტატების ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილს ძლიერი ქარიშხლით გამოწვეული ტორნადო დაატყდა. ქარიშხალი რამდენიმე დღე მძვინვარებდა. ტორნადომ არაერთი სახლი გაასწორა მიწასთან; ოფიციალური ცნობების თანახმად, მას 30-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. როგორც იეჰოვას მოწმეთა შეერთებული შტატების ფილიალი იუწყება, სტიქიის შედეგად არც ერთი იეჰოვას მოწმე არ დაღუპულა და არ დაშავებულა, თუმცა ტორნადომ მოწმეების 7 საცხოვრებელი სახლი და თაყვანისცემისთვის განკუთვნილი 3 შენობა დააზიანა. იეჰოვას მოწმეებისგან შემდგარი მოხალისეთა ჯგუფები ადგილზე არიან და ცდილობენ, საჭირო დახმარება აღმოუჩინონ დაზარალებულებს.

საკონტაქტო პირი:

საერთაშორისო: რიჩარდ ბრაუნი, საინფორმაციო სამსახური, ტელ. +1 718 560 5000