არჩეულ მასალაზე გადასვლა

2019 წლის 23 აგვისტო
შეერთებული შტატები

შეერთებული შტატები, სენტ-ლუისი — 2019 წლის საერთაშორისო კონგრესი „სიყვარული არასოდეს მთავრდება“

შეერთებული შტატები, სენტ-ლუისი — 2019 წლის საერთაშორისო კონგრესი „სიყვარული არასოდეს მთავრდება“
  • თარიღი: 16—18 აგვისტო, 2019

  • ადგილი: „დოუმ ეტ ამერიკას სენტერ“, სენტ-ლუისი, მისური

  • ენები, რომლებზეც პროგრამა ჩატარდა: ინგლისური, ხორვატული

  • დამსწრეთა უმაღლესი რიცხვი: 28 122

  • მონათლულთა რაოდენობა: 224

  • სხვა ქვეყნებიდან ჩასული დელეგატების რიცხვი: 5 000

  • მიწვეული ფილიალები: ავსტრალაზია, არგენტინა, დიდი ბრიტანეთი, იაპონია, კანადა, კოლუმბია, პოლონეთი, პორტუგალია, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, საფრანგეთი, სერბეთი, სკანდინავია, ფილიპინები, ფინეთი, ჩეხეთი-სლოვაკეთი, ცენტრალური ევროპა, ხორვატია

  • ადგილობრივი შემთხვევები: კომპანია „მეტროლინკის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი მარტინ გალი აღნიშნავს: „ადამიანმა შეიძლება თქვას, რომ ვინმე ან რამე უყვარს, მაგრამ ეს მხოლოდ სიტყვებად რჩება მანამ, სანამ ამას საქმით არ დაამტკიცებს. თქვენი სიყვარული საქმეებში ვლინდება. თავმდაბალი ხალხი ხართ. სიყვარულმა კი არ გაგაამაყათ, არამედ უფრო თავმდაბლები გაგხადათ. ამ სამკერდე ნიშნით „მეტროლინკის“ თანამშრომლები გამოირჩევიან, იეჰოვას მოწმეები კი სიყვარულით გამოირჩევით“.

    სატრანსპორტო სააგენტოს, „ბი-სტეიტ დეველოპმენტის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ჯერი ვალელი ამბობს: «თქვენ მხოლოდ საქმის ორგანიზებაზე კი არა, იმ ხალხზეც ზრუნავთ, ვისთვისაც ამ საქმეს აკეთებთ, იქნებიან ესენი ჩამოსული დელეგატები, ის ადამიანები ვისთანაც თანამშრომლობთ თუ ჩვენ, „მეტროლინკის“ თანამშრომლები. ყველაფერს აკეთებთ, რომ თქვენთან თანამშრომლობა ყველასთვის სასიამოვნო იყოს და საქმე რაც შეიძლება უკეთ და ხარისხიანად შეასრულოთ».

 

ადგილობრივი და-ძმები სენტ-ლუისის საერთაშორისო აეროპორტში დელეგატების ჩამოსვლას ელიან.

დელეგატები ადგილობრივ და-ძმებთან ერთად სტენდით ქადაგებენ.

კონგრესის დაწყებამდე და-ძმები დარბაზს ასუფთავებენ.

ნათლობა (სულ მოინათლა 224 ადამიანი).

ხელმძღვანელი საბჭოს წევრი, ძმა დეივიდ სპლეინი კონგრესის მესამე დღეს დასკვნით მოხსენებას წარმოთქვამს.

დელეგატები სიამოვნებით უსმენენ პროგრამას.

კვირა დღეს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული სპეციალური სრული დროით მსახურები და-ძმებს ხელს უქნევენ.

დელეგატები და ადგილობრივი და-ძმები სურათს იღებენ.

დელეგატები სენტ-ლუისის ზოოპარკში.

სენტ-ლუისის საჯარო ბიბლიოთეკაში დელეგატები 1611 წელს გამოცემულ „მეფე ჯეიმზის თარგმანის“ ორიგინალს უყურებენ, რომელიც ფსალმუნის 83:18-ზეა გადაშლილი. ბიბლიოთეკის თანამშრომლებმა სპეციალურად დელეგატებისთვის გადაშალეს ბიბლია 83-ე ფსალმუნზე.

ბავშვები საღამოს ღონისძიებაზე მღერიან.