არჩეულ მასალაზე გადასვლა

2019 წლის 15 აგვისტო
შეერთებული შტატები

შეერთებული შტატები, ფინიქსი — 2019 წლის საერთაშორისო კონგრესი „სიყვარული არასოდეს მთავრდება“

შეერთებული შტატები, ფინიქსი — 2019 წლის საერთაშორისო კონგრესი „სიყვარული არასოდეს მთავრდება“
  • თარიღი: 9—11 აგვისტო, 2019

  • ადგილი: ჩეიზ ფილდი, ფინიქსი, არიზონა

  • ენა, რომელზეც პროგრამა ჩატარდა: ინგლისური

  • დამსწრეთა უმაღლესი რიცხვი: 40 237

  • მონათლულთა რაოდენობა: 352

  • სხვა ქვეყნებიდან ჩასული დელეგატების რიცხვი: 5 000

  • მიწვეული ფილიალები: ავსტრალაზია, დიდი ბრიტანეთი, თურქეთი, ინდოეთი, იტალია, კანადა, კორეა, მიკრონეზია, საბერძნეთი, საფრანგეთი, სკანდინავია, ტაილანდი, ტაიტი, ტრინიდადი და ტობაგო, შრი-ლანკა, ჩილე, ცენტრალური ევროპა

  • ადგილობრივი შემთხვევა: სტივ მური „ვიზიტ ფინიქსის“ პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორია. ამ ორგანიზაციის ერთ-ერთი ძირითადი საქმიანობა მთელი ფინიქსის ტერიტორიაზე კონფერენციების ორგანიზება და სასტუმროებისა თუ პანსიონატების დაჯავშნაა. სტივ მურმა ასეთი რამ აღნიშნა: „საკმაოდ დიდი გამოცდილება მაქვს ამ სფეროში და მინდა გითხრათ, რომ ასეთ მაღალ დონეზე ორგანიზებული [კონგრესი] ჯერ არ მინახავს. თქვენთან თანამშრომლობა ერთი სიამოვნება იყო. მეტიც, თქვენ პირველები ხართ, ვინც კონგრესის დასრულების შემდეგ სტადიონის დასუფთავებას დაგვპირდა“.

 

და-ძმები გულთბილად ეგებებიან ფინიქსის საერთაშორისო აეროპორტში სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასულ დელეგატებს

ადგილობრივი და-ძმები სასტუმროს წინ დელეგატების მოსვლას ელოდებიან

პარასკევ დილით ასობით და-ძმა დიდი სიხარულით ეგებება ჩეიზ ფილდის სტადიონზე მისულ დელეგატებს

დელეგატები უსმენენ პროგრამას; ზოგი მათგანი ტრადიციულ ტანსაცმელშია გამოწყობილი

ნათლობა (მოინათლა 352 ადამიანი)

ხელმძღვანელი საბჭოს წევრი, ძმა სამუელ ჰერდი წარმოთქვამს დასკვნით მოხსენებას კონგრესის მეორე დღეს

ეროვნულ პარკში დელეგატები ფოტოებს იღებენ

ძმები ცხენებშებმული ეტლით სეირნობენ და-ძმების მიერ მოწყობილ პატარა ქალაქში, რომელიც დელეგატებს მე-19 საუკუნის დასავლეთ ამერიკის ქალაქურ ცხოვრებაზე წარმოდგენას უქმნის

კვირა დღეს პროგრამის დასასრულს კონგრესზე ჩასული სრული დროით მსახურები სტადიონის მოედანზე