2019 წლის 19 ივლისი
შეერთებული შტატები
შეერთებული შტატები, ჰიუსტონი (ინგლისური) — 2019 წლის საერთაშორისო კონგრესი „სიყვარული არასოდეს მთავრდება“
თარიღი: 12—14 ივლისი, 2019
ადგილი: „NRG“ სტადიონი, ჰიუსტონი, ტეხასი
ენები რომლებზეც პროგრამა ჩატარდა: ინგლისური, კორეული
დამსწრეთა უმაღლესი რიცხვი: 50 901
მონათლულთა რაოდენობა: 401
სხვა ქვეყნებიდან ჩასული დელეგატების რიცხვი: 5 000
მიწვეული ფილიალები: ავსტრალია, ბელგია, ბრაზილია, ბრიტანეთი, ინდოეთი, იტალია, იაპონია, კანადა, კორეა, კოლუმბია, საფრანგეთი, სკანდინავია, ფილიპინები, ჩეხოსლოვაკია
ადგილობრივი შემთხვევა: ქალაქ ჰიუსტონის მერი, სილვესტერ ტერნერი, აღფრთოვანებული იყო 50 000 იეჰოვას მოწმისა და კონგრესზე ჩასული მათი სტუმრების შემხედვარე. ის აღნიშნავს: „თქვენი სტუმრობით, თითქოს სუფთა ჰაერი შემოგაქვთ. სწორედ ამიტომაც გიღებთ კარს. უფრო გაგვიხარდება, თუ წელიწადში ორჯერ გვესტუმრებით. გელოდებით მომავალ წელსაც და იმის შემდეგ წელსაც“.
და-ძმები ხვდებიან სტუმრებს.
სტუმრები ქადაგებენ ადგილობრივ და-ძმებთან ერთად.
401 ადამიანი მოინათლა.
ხელმძღვანელი საბჭოს წევრი, ძმა ენტონი მორისი, წარმოთქვამს ბოლო მოხსენებას შაბათ დღეს.
ეროვნულ ტანსაცმელში გამოწყობილი საერთაშორისო დელეგატები.
კონგრესის დელეგატები ტკბებიან სასიამოვნო ურთიერთობებით.
სპეციალურ სრული დროით მსახურებს მხურვალე აპლოდისმენტებით ემშვიდობება დამსწრე აუდიტორია კვირას, პროგრამის დასასრულს.
საღამოს ღონისძიებაში მონაწილე ადგილობრივი და-ძმები. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო სიმღერები, ცეკვები და ჰიუსტონში იეჰოვას მოწმეების ისტორიის მოკლე მიმოხილვა.