2021 წლის 14 დეკემბერი
შეერთებული შტატები
შეერთებულ შტატებს გამანადგურებელი ქარიშხალი დაატყდა
2021 წლის 10 დეკემბრიდან მოყოლებული რამდენიმე ტორნადო დაატყდა 8 შტატს ქვეყნის ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილში. ერთ-ერთმა მათგანმა დაახლოებით 400 კილომეტრის არეალი მოიცვა და დიდი ნგრევა გამოიწვია. მთლიანობაში სტიქიამ ბევრი რამ გაანადგურა და მრავალი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. განსაკუთრებული ზიანი მიადგა კენტუკის შტატს.
დაზარალებული და-ძმები
არცერთი ჩვენი და-ძმა არ დაღუპულა და დაშავებულა.
საცხოვრებლის დატოვება მოუწია 31 მაუწყებელს.
მსუბუქი ზიანი მიადგა 10 სახლს.
სერიოზული ზიანი მიადგა 3 სახლს.
მთლიანად დაინგრა 9 სახლი.
დაზარალებულთა დახმარება
სარაიონო ზედამხედველები ადგილობრივ უხუცესებთან ერთად ამხნევებენ დაზარალებულ და-ძმებს.
დაზარალებულთა დახმარება მიმდინარეობს კოვიდპანდემიასთან დაკავშირებული უსაფრთხოების წესების დაცვით.
ეჭვი არ გვეპარება, რომ იეჰოვა მთელი გულით თანაუგრძნობს სტიქიით დაზარალებულ ჩვენს და-ძმებს (ესაია 63:9).