არჩეულ მასალაზე გადასვლა

2021 წლის 8 სექტემბერი
შეერთებული შტატები

შეერთებულ შტატებს ქარიშხალი „იდა“ დაატყდა თავს

შეერთებულ შტატებს ქარიშხალი „იდა“ დაატყდა თავს

2021 წლის 29 აგვისტოს ლუიზიანას შტატის სანაპირო ზოლს, ფურჩონის პორტის მახლობლად, მე-4 კატეგორიის ქარიშხალი „იდა“ დაატყდა თავს. ძლიერმა შტორმმა, გადაუღებელმა წვიმამ და ქარიშხალმა წყალდიდობა და ნგრევა გამოიწვია. მოსახლეობა ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. 1 სექტემბერს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში ქარიშხალსა და ტემპერატურულ ცვლილებას არაერთ ადგილას მოჰყვა წყალდიდობა და ტორნადო. ზოგან ელექტროენერგიის სრულ აღდგენას კვირები დასჭირდება.

დაზარალებული და-ძმები

  • ბოლო ინფორმაციით, არცერთი იეჰოვას მოწმე არ არის გარდაცვლილი.

  • სხეულის მსუბუქი დაზიანებები მიიღო ორმა ძმამ.

  • საავადმყოფოშია გადაყვანილი ერთი და, რომელიც ევაკუაციის დროს დაშავდა.

  • მსუბუქად დაზიანდა 1 429 სახლი.

  • სერიოზული ზიანი მიადგა 183 სახლს.

  • მთლიანად დაინგრა 19 სახლი.

  • მსუბუქად დაზიანდა 43 დარბაზი.

  • სერიოზული ზიანი მიადგა 10 დარბაზს.

  • მსუბუქად დაზიანდა 4 საკონგრესო დარბაზი.

ქარიშხლის მიერ დაზიანებული ერთი ჩვენი დის სახლი (ახალი ორლეანი, ლუიზიანა)

დაზარალებულთა დახმარება

  • სარაიონო ზედამხედველი, ადგილობრივი უხუცესები და დაზარალებულთა დახმარების კომიტეტის წევრები ამხნევებენ დაზარალებულ და-ძმებს.

  • ჰუმანიტარული დახმარება მიეწოდება ყველას, ვისაც ეს სჭირდება.

  • დაზარალებულთა დახმარება მიმდინარეობს კოვიდ-19 პანდემიასთან დაკავშირებული უსაფრთხოების წესების დაცვით.

ჩვენი და-ძმები მზად იყვნენ მოსალოდნელი სტიქიისთვის და მთავრობის მოთხოვნისთანავე დატოვეს სტიქიის ზონა. ამის წყალობით მრავალი გადაურჩა სიკვდილს (იგავები 22:3).