2023 წლის 19 იანვარი
შეერთებული შტატები
შტორმმა შეერთებული შტატების დასავლეთ ნაწილს დიდი ზიანი მიაყენა
2023 წლის 4 იანვრიდან კალიფორნიაში (აშშ) კოკისპირულმა წვიმებმა, თოვლმა და ქარბუქმა წყალდიდობა გამოიწვია. Სტიქიის გამო ზოგ ადგილას მეწყერი ჩამოწვა და გაითიშა ელექტროენერგია. ათასობით ადამიანს მოუწია საცხოვრებელი ადგილის დატოვება. დაღუპულია, სულ მცირე, 19 ადამიანი. ზოგიერთ რეგიონში ამ დღეებში იმაზე მეტი ნალექი მოვიდა, ვიდრე ნახევარი წლის განმავლობაში მოდის.
დაზარალებული და-ძმები
არცერთი ჩვენი და-ძმა არ დაღუპულა.
საცხოვრებლის დატოვება მოუწია 199 მაუწყებელს.
სერიოზულად დაზიანდა 4 სახლი.
მსუბუქად დაზიანდა 141 სახლი.
მსუბუქად დაზიანდა 23 დარბაზი.
მსუბუქად დაზიანდა 1 მთარგმნელობითი ოფისი.
დაზარალებულთა დახმარება
სარაიონო ზედამხედველები და ადგილობრივი უხუცესები ინახულებენ სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს და მათ სულიერ და პრაქტიკულ დახმარებას უწევენ.
მოხდა 44 სახლის გამაგრება.
სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდა 15 სახლს.
გვჯერა, რომ იეჰოვა ანუგეშებს ჩვენს და-ძმებს ამ გაჭირვების ჟამს (ფსალმუნი 50:15).