2021 წლის 27 აგვისტო
შეერთებული შტატები
წყალდიდობა არიზონის შტატში
2021 წლის 13 აგვისტოს, ღამით, არიზონისა და დასავლეთ ტეხასის ზოგიერთი რეგიონი დაიტბორა. თავსხმა წვიმები და წყალდიდობა ქარიშხალმა გამოიწვია. განსაკუთრებული ზიანი მიადგა არიზონაში ქალაქ გილა ბენდს.
დაზარალებული და-ძმები
სამწუხაროდ, დაიღუპა ერთი და.
ზიანი მიადგა 5 სახლს.
საცხოვრებლის დატოვება მოუწია 3 ოჯახს.
დაზარალებულთა დახმარება
სარაიონო ზედამხედველი ადგილობრივ უხუცესებთან ერთად ამხნევებს და-ძმებს და დროებითი თავშესაფრის მოძებნაში ეხმარება.
დაზარალებულთა დახმარება მიმდინარეობს კოვიდ-19 პანდემიასთან დაკავშირებული უსაფრთხოების წესების დაცვით.
ვლოცულობთ მათთვის, ვინც ამ სტიქიამ დააზარალა. გვჯერა, რომ იეჰოვა კვლავაც ანუგეშებს ჩვენი დაღუპული დის ოჯახს (2 კორინთელები 1:3, 4).